არ არის ჩემი ფიქცია⚠︎ როგორც წინაზე გითხარით მე მხოლოდ წიგნებს ვთარგმნი. ავტორს და ორიგინალ ფიქციის სახელს დასასრულში დავწერ⚠︎
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
"გუკ" ნაზი ხმა გაისმა, როგორც კი შავგვრემანი შევიდა სამზარეულოში, მხოლოდ რომ ენახა როგორ წერდა ჰესუნგი - ჯონგუკის შეყვარებული, საყიდლების სიას. შავგვრემანი მასთან მივიდა და უკნიდან ჩაეხუტა, მან კი საყვარლად ჩაიცინა.
"გისმენ პატარავ"
"შეგიძლია საყიდლებზე წახვიდე? აი ეს არის სია"
ჰესუნგმა შეყვარებულს სია გაუწოდა, მან კი პასუხად თავი დაუქნია და კისერზე აკოცა. "ჯერ მაკოცე და მერე წავალ" უფროსმა ლეკვის თვალები უჩვენა შეყვარებულს, კოცნის მოლოდინში კი თვალები დახუჭა და ტუჩები წინ გამოსწია, ამაზე ჰესუნგმა თვალები აატრიალა, შემდეგ გაეღიმა და მოლოდინში მყოფ შეყვარებულს აკოცა. "ახლა კი წადი" ჯონგუკმა დრამატულად ხელი გულზე დაიდო და ჰაერი ხარბად შეისუნთქა "ჩემ სახლიდან გაგდებას ცდილობ?!" თამაში გააგრძელა შავგვრემანმა.
ჰესუნგმა მეორეჯერ აატრიალა თვალები და მაცდურად გაიღიმა "საყვარელო გირჩევნია წახვიდე საყიდლებზე, თორემ სახლიდან მართლა გაგაგდებ" ხელგადაჯვარედინებულმა შეხედა გუკს.
"კარგი, კარგი ხო წავალ" უფროსმა ბოლოჯერ აკოცა შეყვარებულს და მეორე სართულისკენ გაიქცა ქურთუკის ასაღებად, რადგან გარეთ ცივა.
"უცნაური ბაჭია" გაიღიმა ჰესუნგმა და საჭმლის კეთებას შეუდგა.
...
ჯონგუკი სიაში მითითებულ ინგრედიენტებს ამოწმებდა " ხილი შემოწმებულია, პური შემოწმებულია, კვერცხი..." შავგვრემანი გაემართა საძიებლად.
აქეთ იქით დაეხეტებოდა და როგორც იქნა მიაგნო "კვერცხი შემოწმებულია, შემდეგი...ბანანის რძე" მან უპრობლემოდ ჩაამატა სიას მისი საყვარელი სასმელი, რადგან იცოდა რომ სახლში მეტი აღარ ჰქონდათ. რამოდენიმე წუთის შემდეგ, როგორც იქნა მიაგნო, თუმცა ჩანდა რომ მხოლოდ ერთი ცალიღა იყო დარჩენილი ამიტომ მივიდა და ხელი სტაცა.
მასთან ერთად ვიღაც პატარა ბიჭმა, რომელიც მხოლოდ 7 წლის თუ იქნებოდა, დაავლო ხელი. მათ ერთმანეთს შეხედეს, პატარა ბიჭმა რძის თავისკენ წაღება დააპირა, თუმცა რა თქმა უნდა ჯონგუკი არ დაუთმობდა, ამიტომ ძალა იხმარა და ბავშვს, რასაც ჰქვია რძე ხელიდან წაჰგლიჯა.
ტირილის პირას მისული ბავშვი იქაურობას სირბილით გაეცალა, ამაზე კი ჯონგუკმა მხოლოდ მაცდური ჩაიღიმა.
სადღაც ნახევარი საათის შემდეგ შავგვრემანმა სალაროში ფული გადაიხადა და ბედნიერი დატოვა მაღაზია. კარგ ხასიათზე დამდგარი გუკი მთელი გზა რაღაც სიმღერის მელოდიებს ღიღინებდა და სარკეში ორ წუთში ერთხელ იყურებოდა.
რამოდენიმე ხნის მერე უფროსმა მიაღწია სახლამდე, საბარგულიდან ნაყიდი პროდუქტები ამოალაგა და თავის აპარტამენტში ხელ დატვირთულმა შეაბიჯა.
"სახლში ვარ!"
მაღალ ხმაზე დაიძახა მან, თუმცა ექოს და თავისი ფეხის ნაბიჯების ხმის გარდა ვერაფერი გაიგო. ოდნავ პანიკაში ჩავარდა. მიმოიხედა, რომ მისი შეყვარებული ენახა, მაგრამ იგი არსად ჩანდა, შემდეგ სამზარეულოში შევიდა, თუმცა მისი კვალი არსად იყო.
"პატარავ?"
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
ვიცი გეწყინათ რომ წინა ფიკი ვერ დავასრულე, თუმცა რომ არ მოგეწყინათ ახალი ფიკის თარგმნა დავიწყე. იმედია მოგეწონებათ!!!
YOU ARE READING
𝐇𝐈𝐃𝐄 || 𝐓𝐚𝐞𝐠𝐠𝐮𝐤
Romantik"პატარავ~" "სად ხარ ჩემო სიყვარულო?~" "რატომ მემალები?ჰმმმ?" "ძალიან მტკენ გულს..." ჯონგუკს მისი ცხოვრების სიყვარული მოუკლეს, თუმცა მას არ სჯერა, ამაში კი მაშინ დარწმუნდება, როდესაც მის ცხოვრებაში კიმ თეჰიონი გამოჩნდება. ერთ დღეს ჯონგუკი მოსასმენად...