2 თავი

98 10 4
                                    

"პატარავ"

კიდევ ერთხელ დაიძახა ჯონგუკმა აქეთ იქით ძიებისას, თუმცა მას არანაერი პასუხი არ მიუღია. სახლში ექოდ ისმოდა უფროსის ნაბიჯები და ღრმა სუნთქვა, უკვე ეტყობოდა რომ ნერვიულობას იწყებდა.

მას მთელი სხეული დაძაბული ჰქონდა. ფაქტი იყო რომ სახლში არავინ იყო, თუმცა ჯონგუკი ჯიუტად აგრძელებდა ძებნას და ჰესუნგის სახელის ძახილს, 10 წუთის განმავლობაში.

უკვე გარეთ გასვლას აპირებდა საძებნელად, როდესაც სამზარეულოს მაგიდაზე წერილი შენიშნა. მიუახლოვდა და წერილი ხელის კანკალით გახსნა, ამას ვერ აკონტროლებდა, ის უბრალოდ ძალიან ღელავდა.

მან წერილი ხელში აიღო, რომელიც აღმოჩნდა, რომ ვიღაცის თითის ანაბეჭდი წერილს სისხლით ამშვენებდა. შავგვრემანმა გიჟივით გაიცინა და ხელით სისხლიან ანაბეჭდებს შეეხო, სისხლი ახლა უკვე მას უმშვენებდა ხელს. "ეს ვისი სისხლია?" კვლავ გადაიხარხარა და წერილის გასხსნა დაიწყო, თუმცა როგორც კი ეს გააკეთა, მისი სახიდან ღიმილი ეგრევე წაიშალა.

მისი ემოციები ნელ ნელა იცვლებოდა, შავგვრემანი თვალებს გამალებით ახამხამებდა, მან წერილი რამოდენიმეჯერ წაიკითხა, თუმცა მაინც არ სჯეროდა, მანამ სანამ ის წინადადება არ წაიკითხა, რომელიც ჯობდა არ წაეკითხა

"შენი სიყვარული მკვდარია."

წერილი

______________________________________

ბატონო ჯეონ

მინდა გითხრათ რომ თქვენი სიყვარული მკვდარია, ყველაზე მთავარი ნაწილი კი ის არის, რომ იგი ჩვენ მოვალით. ეს ყველაფერი არ მოხდებოდა ის სახლში მარტო რომ არ დაგეტოვებინა, ეს ყველაფერი შენი ბრალია. მინდა იცოდე რა სასიამოვნო იყო მისი ყვირილის მოსმენა, როგორ ადვილად შეიძლებოდა მისი ნაზი კანისთვის ზიანის მიყენება. ამ წერილის მიზანი იყო რომ თქვენთვის გვეთქვა, რომ თქვენი სიყვარული მკვდარია.

𝐇𝐈𝐃𝐄 || 𝐓𝐚𝐞𝐠𝐠𝐮𝐤Where stories live. Discover now