მანქანაში მჯდომი ფანჯარას დაბლა ვწევ და სუფთა ჰაერს ღრმად შევისუნთქავ. გარემოს თვალს ვავლებ, მზერა პირდაპირ ხეებზე მაქვს მიმართული და ოდნავ მეღიმება. ჩაფიქრებულს ღიმილი მიფართოვდება. ღიმილი სახეზე მაშრება როდესაც ფანჯარა მაღლა იწევა და მანქანა ჩერდება. წარბებს ვკრავ და მზერა უმალვე საჭესთან მჯდომ ჩემს ძმაზე გადამაქვს. ის ყურადღებას არც კი მაქცევს, მანქანიდან ხმის ამოუღებლად გადადის. ვხვნეში და კარებს ზანტად ვაღებ, გადმოვდივარ მანქანიდან და ჩემს წინ აღმართულ შენობას შევცქერი. ეს კოლეჯია, მეორე სემესტრი სასწავლო წლის.
-ჯუნ! - ჩემი ძმისკენ ვტრიალდები.
- გისმენ გუკ - საბარგულიდან ჩემს ნივთებს იღებს და მაწვდის.
- ამ მხარეს ეს ყველაზე პრესტიჟული კოლეჯია არა ? - მოღუშული ვამბობ.
- ასეა - მეთანხმება ჯუნი. საბარგულს კეტავს და მიღიმის. მეც ვმშვიდები და მზერა ისევ კოლეჯზე გადამაქვს.
- წავედით - ამბობს ჯუნი და ჩემი ბარგის ნაწილი თან მიაქვს, ნაწილს კი მე მიტოვებს.
ხელს ვავლებ ჩემს ბარგს და მას უკან მივყვები. შენობაში შესვლისას მოსწავლეების ნაწილს ყურადღება ჩვენზე გადმოაქვს, მათი შემყურე ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ და აღელვება მეტყობა სახეზე რადგან ვხედავ როგორ იწყებენ ჩურჩულს. აი ნამჯუნზე კი იმავეს ვერ ვიტყოდი, მტკიცე ნაბიჯებით მიაბიჯებს. ის ხომ კომპანიის მმართველია, ძლიერია პატარაობიდან თავის მოვალეობას ასრულებს, ხალხის ყურადღება ყოველთვის მასზეა მიმართული. მე კი არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, არც ხალხმრავალი ადგილები, მაგრამ ხანდახან გამონაკლისები საჭიროა. კიბეებზე ავდივარ ჯუნთან ერთად და გრძელ დერეფანში შევდივართ.
- შენი კარის ნომერი რომელია გუკ?- მეკითხება ჯუნი.
- ორმოცდაოთხი ვპასუხობ და ისიც კარების წინ ჩერდება, ბარგს დაბლა ალაგებს და კარებს გასაღებით ხსნის. დაინტერესებული ვიხრები და ოთახში ვიჭყიტები. სიცარიელე და სიცივე. ნელი ნაბიჯებით შევდივარ სუფთა ოთახში და თვალს ვავლებ. ჩემს ყურადღებას შესვლის თანავე დიდი ფანჯრები იპყრობს, ვუახლოვდები და გარეთ ვიყურები თან ბარგს დაბლა ვალაგებ იქვე. ჯუნიც შემოდის და ბარგს კუთხეში ალაგებს.
YOU ARE READING
Falling
Romanceდაუვიწყარი გრძნობა როდესაც მისი დანახვისას გეუფლება. მისი სურნელი რომელიც თავს მშვიდად გაგრძნობინებს. შეხება რომელიც შერეულ გრძნობებს იწვევს შენში..... მომენტი როდესაც ხვდები რომ შენ მხოლოდ მისი ხარ... გაფრთხილება! ფიკი შეიცავს 18+ სცენებს. არის ში...