3

1.5K 116 17
                                    

ჯონქუქის ფოვ

თვალებს ნელა ვახელ და ისევ მეხუჭება ძლიერად რადგან ფანჯრიდან შემოსული სინათლე პირდაპირ თვალებში მანათებს. საწოლზე ნელა ვჯდები და თვალებს ვისრეს. ჩემს ოთახს თვალს ვავლებ, მახსენდება ბიჭი რომელიც დერეფანში მკოცნიდა და თავს ვაქნევ. ჯერ ეხლა არ გავირვიძე ? მაგ ბიჭს რაღაც პრობლემა აქვს, ვერა! ვოხრავ და საწოლიდან ვდგები აჩეჩილ თმებზე ხელს ვიტარებ ნელა. სააბაზანოში შევდივარ, სწრაფ შხაპს ვიღებ და სერ ზოლებიან საროჩკას ვიცმევ, მომდგარ შავ შარვალს, შავ ბოტასებს და ჩემს თავს სარკეში ვათვალიერებ კმაყოფილი, ფართოდ მეღიმება. ზურგჩანთას და ტელეფონს ვიღებ. ოთახს ვტოვებ და ვკეტავ. დერეფანში მივაბიჯებ მშვიდად, დღეს ბევრი დადის დერეფნებში, აშკარა ისინიც გაკვეთილებზე მიიჩქარიან. კიბეებზე ჩავდივარ. დღის გეგმა! დღეიდან იდიოტ ტეჰიონს ავარიდოთ თავი! ჩემს გეგმაზე კმაყოფილი ვიღიმი, თავდაჯერებული მივაბიჯებ ჩემი კლასისკენ. პირველი გაკვეთილი ჩემთვის ხატვის გაკვეთილია. კლას ვუახლოვდები და კარებს ფრთხილად ვაღებ. მარტო ვარ... მასწავლებელიც კი არ არის ჯერ. შესვლისთანავე ფანჯარასთან ახლო მერხზე ვდებ ჩემს ჩანთას და ფანჯრიდან ვიყურები ჩუმად. ხედს ვაკვირდები ჩაფიქრებული. რომ ვუფიქრდები ეს ძალიან მიყრუებული კოლეჯია, რონ გაიხედები ძალიან ახლოს პირდაპირ, ჭიშკარს თუ გასცდები ტყეა. აქ ხშირად წვიმს, სულ ნესტია მაგრამ მაინც რაღატომღაც სითბოთი ვივსები. წვიმა მიყვარს პატარაობიდან.. მოღრუბლულ ცას ავყურებ ხმის ამოუღებლად და მეღიმება. ლამაზია..

კლასი უკვე ივსება მოსწავლეებით და ყველა თან თავიანთ ადგილზე ჯდებიან. მეც ჩემს ადგილს ვუბრუნდები. ჩემს გვერდით უკვე ჩამომჯდარა ბიჭი, საყვარელი ღიმილი აქვს როდესაც იღიმის თვალები ეჭუტება. სუსტი აღნაგობა მაგრამ მაინც ძლიერი, ჩემთან შედარებით დაბალი უნდა იყოს.

- მე ჯიმინი ვარ შენ ახალი მოსწავლე უნდა იყო - მეუბნება ბიჭი და ხელს მიწვდის. მის ხელს ვაკვირდები და დინჯად მეღიმება.

FallingWhere stories live. Discover now