4

1.3K 115 8
                                    

ჯონქუქის ფოვ

დღეს კარგი ამინდია და როგორც გავიგე ასეთ დროს კლასი ტყეში დადის ხოლმე სალაშქროდ. ფანჯრის წინ ვდგავარ და ტყეს არაფრის მთქმელი სახით გავცქერი. მთელი კვირა გაკვეთილებს ვესწრები, გარეთ გავდივარ ხოლმე სასეირნოდ და ისევ ოთახში ვბრუნდები. ასე გადის ყოველი დღე, ძალიან მარტივად და ჩვეულებრივივად. დილის 7 საათია, თვალებს ვისრეს და გარდერობს ვუახლოვდები. დღეს შეიძლება თბილა მაგრამ არ ვიცი რატომ.. მე მცივა. გრძელ მკლავიან შავ ზედას ვიცმევ და თეთრ თბილ ჰუდ ჟაკეტს. ოდნავ ფართო ჯინსის შარვალს და ბოტასებს. ფოტოაპარატს ვიღებ სურათების გადაღება მიყვარს თანაც ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გავუშვებ. ტყეში ფოტოებს აუცილებლად გადავუღებ გარემოს. ჩემი ოთახიდან გავდივარ მას შემდეგ რაც ვიღებ ტელეფონს და ჯიბეში ვიდებ. კიბეებზე ჩავდივარ და უკვე შეგროვებულ კლასთან ერთად ვჩერდები ჯიმინის გვერდზე.

- ჰეი როგორ ხარ - ჩურჩულებს ჯიმინი თან მასწავლებელს უყურებს რომელიც გვარიგებს კლას.

- კარგად ვარ, შენ ? - მეც მასწავლებელს ვაჩერდები მაგრამ ყურადღება ჯიმინზე მაქვს.

- მეც კარგად - იცინის, მეღიმება. ჯიმინი მთელი კვირის განმავლობაში ძალიან თბილად მექცეოდა და უკვე დავმეგობრდით, ბევრი ლაპარაკი უყვარს თუმცა ძალიან კომფორტული ადამიანია.

გვერდით ვიღაც მივლის და თან მხარს მარტყავს გავლისას. ნაცნობი გრძნობა და ნაცნობი სურნელი, მენთოლისა და სიგარეტის. თვალს ვაყოლებ როგორ უდარდელად მიაბიჯებს. შავი მომდგარი შარვალი აცვია. ბათინკები და ჩვეულებრივი შავი ჰუდი, თმები აჩეჩილი აქვს. მზერაალს ვარიდებ. თეჰიონი ცუდი არ არის, ყოველთვის ისეთ დროს ჩნდება როდესაც მეშინია, იმის მაგივრად რომ შემაშინოს შიშს მინეიტრალებს. უცნაურია... მაგრამ სასიამოვნო... ფიქრებიდან მალევე ვერკვევი როდესაც ჯიმინი თავის პატარა თითებს მჭიდებს ხელზე, თავს გვერდზე ვაბრუნებ და მის მომღიმარ სახეს შევცქერი. ჯიმინს ბოტასები, მომდგარი ჯინსის შარვალი აცვია და თერმული ქურთუკი. საყვარელია... მეღიმება.

FallingWhere stories live. Discover now