8

2.4K 119 62
                                    

უკვე ერთი კვირა თეჰიონი არ მინახია.. უგზოუკვლოდ გაქვრა.. კოლეჯშიც არ ჩანს არსად. ასეთი ნაბიჭვარია ? მამამისი ხომ აქა ასე უდარდელად დაიარება კოლეჯში.. თუმცა ამის საფიქრელად დრო არც კი მაქვს. დაახლოებით ორი დღეა გული მერევა და თავბრუმეხვევა... ვეღარც ვიძინებ რადგან ბუნდოვნად მიტივტივდება გონებაში წარსულში მომხდარი რაც არ მასვენებს.

Flash back

და ისევ ქალის ხმა.. კივილი.. სულში წამწვდომი.

- ჯონქუქ!! პატარავ არა!!

End of Flash back

გახშირებულად ვსუნთქავ და საწოლზე სწრაფად ვჯდები. აცრემლებული თვალებით ცივ და ბნელ ოთახს თვალს ნელა ვავლებ. ზედა სულ სველი მაქვს და გაოფლილი... სხეულზე არაკომფორტულად მაქვს მომდგარი... თან ძალიან მცივა... გული მერევა ისევ... მეშინია... რა მემართება... თავს აკანკალებულ ხელებში ვრგავ და ვცდილობ სუნთქვა დავარეგულირო. დასუსტებული უჭმელობისგან და უძილობისგან ნელა ვდგები. აკანკალებული სხეულით მალე შევდივარ სააბაზანოში და სხეულიდან ტანსაცმელებს ვიშორებ. სრულიად შიშველი ცხელი წყლის ქვეშ ვდგები და მსიამოვნებს... ვოხრავ როდესაც ცხელი წყლის წვეთები ჩემს სხეულზე მიიკვლევენ გზას. ხელებს დაორთქლილ სველ კედელს ვადებ და თავს დაბლა ვხრი. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ რა მემართება ან ესე რატომ ხდება. მადა არ მაქვს... ძილი როდესაც მინდება დაღლილს ვერ ვისვენებ რადგან სულ ერთი და იგივე მესიზმრება და ძილს მიფრთხობს... ვინა ქალი ჩენს სიზმარში?... ასე ძალიან რატომ მეცნობა ?.... თავს ვაქნევ და ვცდილობ გონება გავწმინდო რა დროსაც თავბრუმეხვევას ვგრძნობ მკვეთრად და წარბებს ვკრავ. შუბლს ცივ კედელს ვადებ და ვოხრავ თან ვბუტბუტებ

- ჯონქუქ რა გემართება....

რამდენიმე წუთში სააბაზანოდან გამოვდივარ სრულიად მშრალი და სხეულზე თბილ მწვანე ჰუდს და დახეულ ჯინსებს ვირგებ. ფეხზე მწვანე კეტებს ვიცმევ და ნახევრად სველი აჩეჩილი თმით ოთახიდან გავდივარ ჩუმად რომ არავინ გავაღვიძო. დილის ოთხი საათია.. კიბეებზე ჩავდივარ და კოლეჯის ეზოში გავდივარ. გასვლისთანავე ჩვეულ ადგილზე ვჯდები.. ერთი კვირა ამ ადგილს ვარ მიჯაჭვული. როგორც ყოველთვის ამოუცნობ იდუმალ გრძელ ხეებს გავცქერი... ტყეს რომელიც სიბნელეს გარეთ არ უშვებს და შემზარავად დადუმებული მიცქერს... ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ჩაბნელებულ ცას ვაკვირდები მაღლა. გონების გაწმენდას ვცდილობ მაგრამ დამაბნეველი.. უპასუხოდ დარჩენილი ფიქრები ჩემს გონებას არ ტოვებენ..

FallingWhere stories live. Discover now