2

1.7K 122 32
                                    


ჯონქუქის ფოვ

როდესაც ნამჯუნს კაბინეტიდან გავყავარ, მომხდარზე ჩაფიქრებული ჩუმად მივაბიჯებ დერეფანში მასთან ერთად ის კი ეჭვის თვალით მაკვირდება.

- გუკ კარგად ხარ? რაღაც ფერმკრთალი მეჩვენები - ამბობს ის ისე რომ თავიდან ბოლომდე ანერვიულებული მათვალიერებს.

- კარგად ვარ ჯუნ - ვბუტბუტებ და ჩუმად სიარულს ვაგრძელებ მისკენ ვიხედები და ვუღიმი ოდნავ რომ არ ინერვიულოს.

- მე უნდა წავიდე გუკ - ამბობს ჯუნი თან თავის საათს შესცქერის. არ მინდა რომ წავიდეს, უცხო გარემოში რთულია მარტო ყოფნა ამიტომ არაფერს ვეუბნები და მხოლოდ უკან მივყვები. გასასვლელს უახლოვდება და მალევე ჩემსკენ ბრუნდება, მაკვირდება მისი ჩვეული თბილი ღიმილით.

- არ მოიწყინო იცოდე.. თუ რამე დამირეკე - თმებს მიჩეჩავს, უნებურად მეღიმება. შენობას ტოვებს და მეც უძრავად ვდგავარ გასასვლელში, ვუყურებ როგორ ჯდება ჩემი ძმა მანქანაში და მიდის.

- ასე უნდა იდგე გასასვლელში თუ გადადგები? - მესმის ნაცნობი ბოხი ხმა და დამფრთხალი უკან ვბრუნდები. ის წარბებს მაღლა წევს და ჩემს შეშინებულ სახის დანახვისას ხალისდება. გარშემო ვიხედები დერეფანში არავინა ალბათ თავიანთ ოთახებში არიან.

- პატარავ - დამცინავად ამბობს ჩემს წინ მდგომი ბიჭი.

წარბებს ვკრავ და უმალვე ვპასუხობ
- მე სახელი მაქვს! ჯონქუქით მომართე თუ შეიძლება.

ბიჭს ეღიმება, როგორ შეიძლება ასეთი თბილი ღიმილი ჰქონდეს ადამიანს.

- მმ მე თეჰიონი ვარ - თავიდან ბოლომდე მათვალიერებს ისე ამბობს ბიჭი სიტყვებს.

მის ასეთ მზერაზე ვიშმუშნები ოდნავ და გასასვლელს ვცილდები რომ გავიდეს მაგრამ ის უძრავად დგას ჩემი სხეულის თვალიერებით გართული. წარბებს ისევ ვკრავ. თავი ვინ ჰგონია ? ასეთი თავხედი რატომა!

FallingWhere stories live. Discover now