ღამის 2 საათი.სადარბაზოდან 17-18 წლის ბიჭის შავი სილუეტი გამოდის სიგარეტს უკიდებს და ღამის თბილისში იკარგება.ქუჩას ბოლომდე ჩაუყვება და მარცხნივ ჩაუხვევს დიდ ტირიფთან შეჩერდება შეათვალიერებს გარემოს.მარცხენა ხელით(მარჯვენა მოტეხილი აქვს) მიწიდან კენჭს აიღებს და მე-2 სართულის ფანჯარას რამდენჯერმე ესვრის.უკვე გაბრუნებას აპირებს,როდესაც ფანჯარა გაიღება.
-ჯუდი.
-თორნიკე შენ ხარ?-ისმის გოგოს ფრთხილი,მაგრამ ხმამაღალი ჩურჩული.
-ხო, მე ვარ.ჩამო რა ცოტა ხანი.
-ვერა ჩემებს ძინავთ და გაიღვიძებენ.-ბიჭი გაბრუნებას აპირებდა-თორნიკე მოიცა-გოგონა ფანჯრიდან რაღაცას ესვრის.
-ეს რაარი?
- შენი ჟაკტია.იმ დღეს დაგრჩა.
-კარგი-ბიჭი დუმილით აუყვება ქუჩას, უკან თავისი სახლისკენ.

YOU ARE READING
და მაინც ჩვენ ორნი💗
Roman pour Adolescentsორი ჩვეუებრივი თინეიჯერისსიყვარულის ისტორია იმედგაცრუებებითა და ღალატით