1

791 45 8
                                    

-ახალი საქმეა, მინდა, რომ შენ მიხედო,- უთხრა უფროსმა ნაბის და დოკუმენტები მიაწოდა.

-კიმ თეჰიონი? არასოდეს მსმენია მის შესახებ.

-როგორც ახლა გავიგე კიმი ყველა საქმეს ფარულად, ვინაობის დამალვით აკეთებდა, ამიტომაა, რომ მის შესახებ თითოოროლა ადამიანმა იცის,- უთხრა დირექტორმა.

-და ახლა როგორ დაიჭირეს?- იკითხა ერთ-ერთმა იქ მყოფმა.

-სამხილები იპოვეს, მაგრამ ისეთი სამხილები არაა, რომ საქმე სასამართლომდე მივიდეს.

-ასეთ მარტივ საქმეს მე რატომ უნდა მივხედო? ეს ხომ ორჯერ ორი ოთხივითაა,- გაოცება ვერ დამალა გოგონამ და საქახალდეს თვალი შეავლო.

-ეს ჩემი გადასაწყვეტი არ იყო, ბატონმა კიმმა ასე მოინდომა, მას შენ უნდიხარ. 

-იცით მე პროფესიონალი ადვოკატი ვარ და ასეთი მარტივი საქმეებისთვის დროს არ ვხარჯავ, ამიტომ ბატონ კიმს გადაეცით, რომ უარს ვამბობ.

-ნაბი, პრობლემები გექნება...

გოგომ ყურიც კი არ დაუგდო უფროსის გაფრთხილებას ისე დატოვა ოთახი.

გზაში ყავა და ფუნთუშა იყიდა და სკვერში, ხალხისთან მოშორებით დაიკავა ადგილი.

ის უბრალოდ იჯდა და ტკბებოდა ბუნების სილამაზით.

უცებ ასეთი ლამაზი წუთები ტელეფონის ვიბრაციამ გაფუჭა.

გოგომ ტელეფონს დახედა და როგორც კი მისი მონატრებული მეგობრის სახელი ამოიკოთხა დაუფიქრებლად უპასუხა.

ლუნა- როგორ ხარ კუკლა?

ნაბი- კუკლას განახებ მე შენ, უნამუსო ადამიანი ხარ!

ლუნა- კარგი, კარგი, დამშვიდდი კუკლა.

ნაბი- სად დაეთრევი?!

ლუნა- საქმეები მქონდა... რა გჭირს, შენ რატო ხარ ასეთ ხასიათზე?

ნაბი- სამსახურის ბრალია, გადავიღალე ალბათ.

ლუნა- შენი ძმა კიდევ ვერ იპოვე ხო?

mama I'm in love with a criminal (დასრულებული)Where stories live. Discover now