13

446 30 10
                                    

სიმართლე რომ ვთქვა მისი ამდენხნიანი ფიქრი მაშინებდა. ხო იცით გიჟი და არაადეკვატურია, არ ვიცოდი რა უტრიალებდა იმ წუთას თავში.

-თეჰიონ თქვი ბოლოს და ბოლოს, რა გადაწყვიტე?

მისგან პასუხი ვერ მივიღე. იმ წუთას თავის სტიქიაში იყო და არ მაქცევდა ყურადღებას.

ზუსტად თხუთმეტი წუთი ვუცადე მის პასუხს, ბოლოს ვერ გავუძელი და მანქანიდან გადავედი.

ისიც გადმომყვა და ცდილობდა გავეჩერებინე.

-ნაბი, გაჩერდი, გეტყვი ჩემს გადაწყვეტილებას.

როგორც კი ეს გავიგე მის წინ დავდექი და დაველოდე რას მეტყოდა.

-შენი და ბავშვის გამო მივატოვებ ამ საქმეს.

-ანუ დაამთავრებ ამ ყველაფერს?

-კი.

-როგორ უნდა მჯეროდეს შენი?

-რა?

-რაც გაიგე. იმის შემდეგ რაც გააკეთე შენი როგორ უნდა მჯეროდეს?

-ნაბი!

-რა იყო? რამე არასწორად ვთქვი?

-გთხოვ, უბრალოდ დამიჯერე,- ჩემთან მოვიდა და მომეხვია,- მიყვარხარ და არ მინდა დაგკარგო.

იმის შემდეგ რაც გამიკეთა მისი არ უნდა მჯეროდეს და არც უნდა ვიყო მასთან, მაგრამ რატომღაც ვერ ვცილდებოდი.
ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ძალა არ შემწევდა მის მოსაშორებლად.
რაც უფრო ვცდილობდი მის მოშორებას მით უფრო ვუახლოვდებოდი მას და ამას ვერ ვეწინააღმდეგებოდი.

ბოლოს ხელი ხელში გამიყარა და მანქანისკენ დაიძრა.
მე უსიტყვოდ ჩავჯექი შიგნით.

-ახლა ბავშვთან წავალთ და გავიცნობ,- მანქანა დაძრა- ისა და რა დაარქვი?

-სოკჯუნი.

-ანუ ახლა ვნახავ ჩემს სოკჯუნს,- ჩაიცინა და მე გამომხედა- ლაპარაკი იცის?

-  გამართულად ჯერ ვერ ლაპარაკობს, მაგრამ ცდილობს რამე თქვას.

mama I'm in love with a criminal (დასრულებული)Where stories live. Discover now