5

348 26 6
                                    

ნაბი დიდი ხანი იყო ერთ ადგილად გაჩერებული და ცდილობდა სიტუაციაში გარკვეულიყო. როდესაც გოგომ თეჰიონის ყველა სიტყვა გადახარშა ფეხზე წამოდგა და თავისი ოთახისკენ წავიდა.
თან ცდილობდა ვინმეს არ შეემჩნია.
როდესაც ნომერში შევიდა დაიწყო ფიქრი თუ როგორ გაქცეოდა ამ კოშმარს.
ყველაზე მეტად რა ნივთიც ჭირდებოდა, რომ აქედან გაქცეულიყო ზუსტად ეს ნივთი არ ჰქონდა, ტელეფონი. ამიტომ მოუწია რაიმე მიზეზი მოეფიქრებინა, რომ ტელეფონი ხელში ჩაეგდო. ნაბის ერთი ჩვეულებრივი დასარეკი ტელეფონიც კი ეყოფოდა ყველაფერის მოსაგვარებლად.
გოგოს ძალიან ბევრი ნაცნობი ჰყავს, მაგრამ აქედან ნახევარზე მეტს არ ენდობა, რადგან იცოდა რომ ფულის გამო ყველაფერზე წავლენ. მარტო ერთი ადამაინის იმედი აქვს ნაბის, მისი საუკეთესო მეგობრის, რომელსაც შეუძლია ადამიანის ყველანაირი ინფორმაცია ისე გააცამტვეროს, რომ ყველაზე ძლიერმა დაჯგუფებამაც კი ვერ იპოვოს.
ეს გოგო ნაბის ეხმარებოდა მისი კლიემტების სამხილების გაქრობაში, ამიტომ მარტო ამ გოგოს იმედი აქვს.
როდესაც ამ ყველაფერზე ფიქრობდა თავში ერთმა იდეამ გაუელვა, მიხვდა როგორც შეეძლო ტელეფონი ისე ჩაეგდო ხელში, რომ ვერავინ მიმხვდარიყო.
იქვე დადებულ ვაზას ხელი დაავლო და ძირში მთელი ძალით დააგდო. თეჰიონის ოთახი მის ქვემოთ იყო ამიტომ როგორც კი ბიჭმა ეს ხმა გაიგონა იმ წამსვე ნაბის ოთახისკენ გაიქცა.
გოგომ მოასწრო მისი აივნიდან თეჰიონის აივანზე ჩამხტარიყო და ბიჭის ოთახში შეპარულიყო.
მას ცოტა დრო ჰქონდა ამიტომ დაიწყო ბიჭის ტელეფონის ძებნა და მარტივად იპოვა კიდეც.
ტელეფონზე პაროლი არ იყო დაყენებული ამიტომ მარტივად დაუკავშირდა მის მეგობარს.

ნაბი: ლუნა, მე ვარ ნაბი. შენი დახმარება მჭირდება.- ნაბი ძალიან სწრაფად ლაპრაკობდა.

ლუნა: რა დაგემართა?!

ნაბი: ახლა რა ტელეფონითაც გელაპარაკები, იმ ტელეფონის ადგილმდებარეობა დაადგინე და დამეხმარე გზის გაკვლევაში.

mama I'm in love with a criminal (დასრულებული)Where stories live. Discover now