11

244 22 6
                                    

Nabi's POV

დაახლოებით ორი წელია რაც რომში ვარ. შვილი გავაჩინე და მამაჩემის კომპანიას ჩავუდექი სათავეში. თეჰიონმა არ იცის, რომ ბავშვი გვყავს. არ მინდა გაიგოს, მაგრამ მომიწევს ოდესმე ვუთხრა.

გუშინ ლუნამ დამირეკა და მითხრა რომ თეჰიონი კიდევ გეძებსო ამიტომ ხვალ კორეაში მივემგზავრები რათა მოვინახულო ბატონი თეჰიონი და ვუთხრა რომ მის გარეშე არ მიჭირს ცხოვრება.

გამგზავრების დღე

ლუნა
დღეს ჩამოხვალთ?

ნაბი
კი, უკვე აეროპორტში ვართ.

ლუნა
ჩემთან დარჩით, თეჰიონი აქ არ მოვა.

ნაბი
კარგი, თან ჩემს პატარასაც გაგაცნობ.

ლუნა
იცი როგორ მინდა მაგის გაცნობა? მხოლოდ ვიდეოზარებში და ფოტოებში მყავს ნანახი.

ნაბი
მასაც ძალიან უნდა შენი გაცნობა.
უი, ჩემს ძმასთან დაკავშირებით რა ხდება?

ლუნა
კარგადაა, თეჰიონის ხალხი თვალს არ აცილებს.

ნაბი
თვით თეჰიონი და მისი სამეგობრო როგორ არიან?

ლუნა
ისევ იქ ცხოვრობენ სადაც ცხოვრობდით.
ყველგან გეძებენ, ჩემთან ამ ორი წლის განმავლობაში მილიარდჯერ მოვიდნენ.

ნაბი
კარგი, დღეს მაქ ვიქნები. ახლა წავედი რეგისტრაციაზე მაგვიანდება.

თერთმეტ საათიანი ფრენის შემდეგ ძლივს ჩამოვედით.
აეროპორტში ლუნა დაგვხვდა და თავისთან წაგვიყვანა.

ძალიან დაღლილი ვიყავი ამიტომ მალე ჩამეძინა.

დილით სოკჯუნის ტირილმა გამაღვიძა და ადრე ადგომა მომიწია. ერთი თვეა მაღალი სიცხეები აწუხებს. ექიმმა გვითხრა რომ ყურადღება აკლიაო მაგრამ რა გავაკეთო? ყველანაირ ძალას მასში ვხარჯავ და ვერ ვხვდები რა ყურადღებაზეა ლაპარაკი.

-ოჯახის ექიმს ხო არ დავურეკო?- ოთახში აღელვებული ლუნა შემოვიდა, ბავშვის საჭმლით ხელში.

mama I'm in love with a criminal (დასრულებული)Where stories live. Discover now