12

263 22 3
                                    

-ის მაინც მითხარი სად მივდივართ?

-არსად, უბრალოდ გასეირნება მინდა.

-გასეირნება?

-ხო, არ შეიძლება ჩემს მომავალ ცოლთან და შვილის დედასთან ერთად სადმე გავისეირნო?

-შენ უკვე გეგმები ააწყვე ხო?

-დიახ.

-მე რომ ცოლად გამოგყვები ჩაიდე მარცხენა ჯიბეში.

მართლა ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, რომ ბავშვის არსებობა თეჰიონს მანამდე არ ვუთხარი, მაგრამ ასე ვფიქრობ დიდად არ არის გახარებული მისი არსებობით. სულ შემაწუხებელი კითხვები მიტრიალებდა თავში, რომელსაც ვერაფერს ვუხერხებდი.
რატომ არ მოინახულა ბავშვი?
რატომ არ ჩაიკრა გულში და ჩვენთან ერთად არ წამოიყვანა?
მანქანაში სული მეხუთებოდა. ვერ ვუძლებდი არსებულ რეალობას, მინდოდა სადმე შორს გავქცეოდი ამ ყველაფერს, მაგრამ ყველანაირი პრობლება თან დამსდევდა.

ერთი თვეა რაც მამაჩემის ქონების გაყიდვაზე და დასვენებაზე ვფიქრობ. ის კომპანია და ყველაფერი დანარჩენი ერთ დიდ ბინძურ ტალახშია ამოსვრილი რომლის გაწმენდასაც ვერავინ შეძლებს.

სამი წლის წინ ეს ყველაფერი ჩემთვის რომ მოეცათ დიდი სიამოვმებით ჩავუდგებოდი სათავეში, მაგრამ ჩემი შვილის და თეჰიონის არსებობამ ყველაფერი შეცვალა, სულიერად გავიზარდე და ბევრი რამ ვისწავლე.
თეჰიონთან ურთიერთობამ მასწავლა, რომ ადამიანს მარტივად არ უნდა ენდო. მე ეს ცოდნა მარტო თეორიულად მქონდა ნასწავლი, სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცადე მანამდე ვერ გავუგე შინაარსი.
თეჰიონი ერთი დიდი ნაბიჭვარია რომელმაც არ იცის რა უნდა ცხოვრებისგან.
მან რაც გამიკეთა ერთი დიდი დარტყმა და გამოფხიზლება იყო ჩემთვის.
ამიტომ გადავწყვიტე, რომ ცოტა ხნით შეგვესვენა ერთმანეთისგან, ხანდახან ეს სასარგებლოცაა რათა ურთიერთობა ბოლომდე არ დაინგრეს.
თეჰიონს არც ვამართლებ და არც ვამტყუნებ, ის დაბადებიდან ისეთ ადგილას გაიზარდა, რომ მისი ასეთად ყოფნა მოსალოდნელიც იყო.
თეჰიონს და მის მეგობრებს ვერასდროს ვაპატიებ რაც გამიკეთეს, მაგრამ შევეცდები ჩემი შვილის გამო მათთან ურთიერთობა არ გავიფუჭო.
ჩემი პატარა პრინცესა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ის იყო მიზეზი რატომაც მიეცა ჩემს ცხოვრებას აზრი და ძალა.
მისი არსებობა და ჩემს გვერდით ყოფნა მაძლევს სტიმულს, რომ ვიცხოვრო ამ მანკიერ ქვეყანაზე და არ დავკარგო საკუთარი თავის რწმენა.

mama I'm in love with a criminal (დასრულებული)Where stories live. Discover now