¤17¤

1K 135 77
                                    

~¤~

მის უკვე გასუფთავებულ სხეულს, საგანგებოდ გაწმენდილს, სათნოებით ნაფერებს, საერთოდ არ სჭირდებოდა კიდევ ერთი წყლის ჭავლი კანზე, მაგრამ ეს მისი გონებისთვის იყო აუცილებელი. მიუხედავად შიშისა, რომ ამ წყლის წვეთები საბოლოოდ ჩამორეცხავდა იმ შეგრძნებებს მისი სხეულიდან, რომელიც ჯერ კიდევ სათუთად შემოენახა. შეგრძნებები, რომელსაც თეჰიონის შეხება ერქვა.
სხეულზე სიმსუბუქეს გრძნობდა, ცხელება თითქოს არც კი არსებობდა მის ცხოვრებაში იმდენად ლაღი იყო ამ წამს, მაგრამ გონება და გული ჰქონდა დამძიმებული. ამ სიმძიმეს კი ვერავინ და ვერაფერი გაანეიტრალებდა. ალბათ ისევ ის, ისევ მისი შეხება. და ამ ფიქრზე გაბრაზებით მოკეტა ონკანი.
დარწმუნდა, რომ თეჰიონის თითებს, მის ტუჩებს, მისი სუნთქვის ცხელ ნაკადს, ვერცერთი სითხე ვერ ჩამობანდა. ვერცერთი სულიერი ვერ გააქრობდა და ოხვრით, ჯერ კიდევ შიშველი დაეშვა საწოლზე.
სახლში დაბრუნებისას უბრალოდ დუმილი შეაგება კარში შემოფეთებულ მშობლებს, გაუაზრებლად მათსა და თეჰიონის მშობლებს შორის პარალელიც გაავლო წამში და ისეთმა მოუსვენრობამ დარია ხელი, მარტო დარჩენილმაც, რომ ვერ შეძლო მისი კონტროლი შეჩერებამდე.

რა იქნებოდა, ისიც ისევე აღეზარდათ, როგორც კიმ თეჰიონი.
მდგომარეობა და სტატუსი ალბათ მთავარი განმსაზღვრელი იყო, მათი მშობლების აღზრდის მეთოდების.
ომეგები ვერ იფიქრებდნენ ალფებივით, ალფები ვერ იფიქრებდნენ ბეტებივით და ბეტები ვერ იფიქრებდნენ დანარჩენი რანგების მსგავსად. ბოლომდე თუ არა, მეტი წილი მაინც ალბათ ეს იყო მნიშვნელოვანი მათ მეთოდებთან მიმართებაში.
არა და თეჰიონის მსგავსი მშობლები რომ ჰყოლოდა, თვითონაც არ იქნებოდა მჩაგვრელი ალფა.
თეჰიონთან ურთიერთობაც დიდ სიამოვნებას მიანიჭებდა და ის გაუთავებელი მეტოქეობაც არ იარსებებდა მათ შორის, მთელი ცხოვრება რომ ძვირფასი განძივით თან დაატარებდნენ.
ახლა ალბათ ბედნიერი იქნებოდა მასთან გატარებული ნეტარი ღამის გამო.
კიდევ სიამოვნებით გაიმეორებდა იგივეს. სიყვარულით სავსე თვალებით შეხედავდა თეჰიონს და მის ტუჩებს, მთელი სიტკბოებით დაეკონებოდა.
წამოშლილი ფიქრების გამო სწრაფად წამოჯდა საწოლიდან.
კიდევ ერთი ანალიზი გაუკეთა გონებას.

¤Rival¤Where stories live. Discover now