¤27¤

1.2K 130 97
                                    

~¤~

  სირცხვილის და გაკვირვების სტადია, თითქოს გამოტოვა ჯონგუკის სხეულმა. პირდაპირ სიამოვნების ეტაპზე გადავიდა და მიუხედავად თავშეკავებისა, მაინც ბოლომდე ირგებდა ამ ნეტარებას, რასაც კიმ თეჰიონის გზნებით ახურებულო ტუჩები ერქვა.
სველი და ცხელი ენა, ბრძოლის გარეშე მიიკვლევდა გზას მის პირში. ნებით ჰყვებოდა ქერა ალფას მოქმედებებს და რომ არა, სწორედ პირველად ნახსენები თავშეკავებულობა, ალბათ დაიკვნესებდა კიდეც.
საჯდომზე ხელი უფრო მეტად ავიწროვებდა მარწუხს.
აქაოდა მართლაც მზად იყო თეჰიონი, იქვე დაუფლებოდა მის სხეულს.
სულ ფეხზე დაეკიდებინა გარშემომყოფები.
დანარჩენებს რა რეაქცია ჰქონდათ?
გვერდით  გამდგარი ომეგა, ისევ საცოდავად იჭერდა მკერდზე ხელს და უკვე ვეღარ უძლებდა ძლიერი სუნის გადმოდინებას, რომელსაც მთლიანად მოეცვა, არა მხოლოდ ალფების სხეულები, არამედ მთელი დერეფანი.
სხვა ირგვლივ მდგარი ომეგებიც, არ იყვნენ უკეთეს დღეში. ცოტაც რომ გაგრძელებულიყო ეს სესია, მარტო თეჰიონს კი არა ჯონგუკსაც მოუწევდა პასუხის გება სკოლის ადმინისტრაციის წინაშე.

პირველმა ქერამ დაიხია უკან. ღრმად შეისუნთქვა სხვისთვის საძულველი, მაგრამ მისთვის საყვარელი სურნელი. საოცარი იყო, რამდენად დიდ ზეგავლენას ახდენდა მისი ფერომენები ჯონგუკზე. ამდენად სავსედ პირველად გრძნობდა თავს. სრულყოფილად.
თითქოს და მათმა კავშირმა, სწორედ ამ წამს მიიღო სრულყოფილი სახე. მაშინ, როცა ორივეს სურნელი გაერია ჟანგბადს და ერთი სრულყოფილი შექმნა. საკუთარი ფერომონების სუნი არასდროს უგრძვნია თეჰიონს, მაგრამ ახლა, როცა ჯონგუკის ფერომონებთან შერწყმული ამდენად უცხო და თან ნაცნობი სურნელი შეიგრძნო მიხვდა, სწორედ ასეთი იყო ბროწეულის და ვანილის კვერები, თაფლის სიროფით.

ანთებულ თვალებში ცეცხლი არ ნელდებოდა. პირიქით უფრო მეტად ღვივდებოდა ყოველ ამოსუნთქვაზე.

¤Rival¤Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang