¤29¤

1K 130 46
                                    

~¤~

  ქარის მოტანილ ხმად ჩაესმოდა სიტყვები კომპანიონისგან.
ბიბლიოთეკა ალბათ ყველაზე წყნარი ადგილი იყო მთელს სკოლაში და დილის საათები ყველაზე ნეიტრალური, რადგან ამ დროს არც ისე ბევრი მოსწავლე იკავებდა ადგილს სკოლის ამ ნაწილში.
რამდენიმე დღე ისე გავიდა, თეიონს ერთხელ არ უხსენებია ინტერვიუ და უკვე დავიწყებასაც კი მისცემოდა თეჰიონისთვის ეს ამბავი, მაგრამ წინა ღამით, დანაპირები შეტყობინების სახით შეახსენა ომეგამ და დროც თავად დათქვა.
ბიბლიოთეკა კი თეჰიონის იდეა იყო.
არ სურდა მასთან განმარტოვებით ყოფნა, მით უფრო ჯონგუკთან მომხდარის შემდეგ. როცა მისი ფიქრები ამდენად გაქცეოდნენ რეალობას და თითქოს იმ დღეს, სწორედ იმ მომენტზე გაჩერებულიყო დრო, როცა ალფასგან პასუხმიუღებლად დატოვა სკოლის საწყობი.
არ ბრაზობდა ჯონგუკზე. ადვილი არც მისთვის ყოფილა ამ გრძნობის ჯერ გააზრება და შემდეგ მიღება. ჯონგუკისთვის კი ალბათ უფრო მეტ სირთულეს წარმოადგენდა.
კი, ის თამამი იყო. მეტად გამბედავი ვიდრე თეჰიონი, თუმცა ეს ვერ აქცევდა მებრძოლად.
თეჰიონის ბუნება, მდარედ მიედინებოდა მის გონებაში. გადაწყვსტილებების მიღებაც უჭირდა, მაგრამ თუ გადაწყვეტდა ამისთვის ბოლომდე იბრძოლებდა.
იცნობდა ჯონგუკს.
ცოტას ხომ არ ნიშნავს მთელი ცხოვრება გაატარო ადამიანის ახლოს, თუნდაც მტრის რანგში.
იცოდა, როგორ მოქმედებდა მასზე საზოგადოების აზრი და რამდენად შეეძლო ამ კლიშეებს, მისი გონების დამორჩილება. ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ცელქი ქცევებით. მერე რა თუ თანატოლები იყვნენ.
ჯონგუკი აკეთებდა და შემდეგ ფიქრობდა.
თეჰიონი კი ჯერ ფიქრობდა, ხანდახან ძალიან ბევრს და შემდეგ დგამდა ნაბიჯს.

იმ დღინდელიც ალფას დაუფიქრებელი საქციელი იყო. ამაში ვერავინ გადაარწმუნებდა თეჰიონს.
დიახ, მას სურდა მოესმინა კიმის აღიარება, მაგრამ ერთი წამით არ დაფიქრებულა იმაზე, რას მოიმოქმედებდა ამ აღიარების მიღების შემდეგ.
აქედან გამომდინარე კი საერთოდ არ იყო საკვირველი ის დუმილი, რომელააც ვერ გასცდა ჯეონის გონება.

¤Rival¤Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang