¤33¤

942 129 43
                                    

~¤~

  თუ თავჩახრილი ივლიდა და სევდას უფლებას მისცემდა მასზე გაემარჯვა, ამით მარტო თავის თავთან კი არ დამარცხდებოდა, არამედ იმ გრძნობასაც გააუფასურებდა, რაც ჯონგუკის მიმართ ჰქონდა.
როგორ?
სიყვარული სიძლიერის სიმბოლოდ მიაჩნდა ყოველთვის, აი ამიტომ.
არ ჰქონდა სისუსტის უფლება.
არ ჰქონდა უფლება თვალცრემლიანს ევლო.
თუ ეს გამოცდა იყო, მაშინ ამ საშინელი გამოცდისთვის უნდა გაეძლო.
თუ თავად ვერ ხვდებოდა ჯონგუკი, რას გრძნობდა თეჰიონის მიმართ, მაშინ უნდა ეიძულებინა მიმხვდარიყო.
მისგან შორს ყოფნით.
უნდა დაენახვებინა რამდენად ძვირფასი ადგილი ეჭირა მის ცხოვრებაში თეჰიონს.
და თუ ამ გამოცდას წარმატებით გაივლიდა ალფა, მაშინ ჩათვლიდა, რომ თავადაც ჩააბარა.
ერთის დამარცხება, ავტომატურად მეორეს მარცხს ნიშნავდა.

მთელი კვირა ნორმალურად არც უჭამია.
მაგრამ მაინც ახერხებდა გაეღიმა.
სულ ცოტა ხანი ჰქონდა დარჩენილი, სანამ სტუდენტურ საცხოვრებელში გადავიდოდა და ეს დრო სურდა, მშობლებთან საუკეთესო მოგონებების შექმნით გაეტარებინა.

-მასზე ვღელავ._ვახშმობის შემდეგ მილაგება თავის თავზე აიღო ქერამ და საკუთარ ოთახში განმარტოვებით დარჩენილი მშობლები, შვილის მდგომარეობაზე ბჭობდნენ.

-მან თუ ასე გადაწყვიტა, ჩვენ ვერაფერს ვიზამთ სოიან._მხარზე ნაზი კოცნა დაუტოვა მეუღლეს კაცმა და სააბზანოსკენ წავიდა.


-ხო, მაგრამ ძვირფასო, მან რომ კლდეზე გადახტომა გადაწყვიტოს, არაფერი უნდა მოვიმოქმედოთ?_ცოტა ბრაზობდა ქალი. როგორ შეეძლო ამდენად უემოცოოდ ეფიქრა საკუთარი შვილის ტანჯვაზე მამას.

-ის კარგად უმკლავდება.

-რატომ გადაწყვიტე, იმიტომ რომ იღიმის?

-იმიტომ რომ ძლიერია.

-და ძლიერებსაც აქვთ სისუსტის უფლება, თუ ეს მათ გულზე სიმძიმეს მოხსნის.

¤Rival¤Where stories live. Discover now