Alice's Pov
ტყეში მივრბოდი და თან უკან ვიხედებოდი. ის ხომ უკან მომსდევდა.
ამის გაფიქრებაზე უფრო ავუჩქარე.ღმერთო, არც კი ვიცოდი, რომ ასე სწრაფად სირბილი შემეძლო. ოღონდ არაფერს წამოვედო, ოღონდაც არ დავეცე! ისევ გავიხედე უკან და სწორედ ამ დროს რაღაცას დავეჯახე და .... არა. არ დავცემულვარ, რაღაც ძლიერს შევასკდი, თითქოს ქვის იყო.
კინაღამ გულმა დამარტყა. შიშისგან თვალები დავხუჭე და გახელა არ მინდოდა რადგან მეშინოდა მართალი არ ვყოფილიყავი. წამიერად სუნთქვის შეკავების შემდეგ, ძალა მოვიკრიბე და თვალები ფართოდ გავახილე. იმავე წამს პირიდან არაადამიანური ხმა აღმომხდა, თავბრუ დამეხვა და დავეცი სველ, ნამიან ბალახზე. მაგრამ ადგომა და ისევ გაქცევა ვცადე. "თითქოს ეს რამეში დაგეხმარება" ჩამძახა ჩემმა შინაგანმა ხმამ.ისე გამოვიდა, რომ სველ მიწაზე ფეხი დამიცდა და იმას გამო რომ ღამე წვიმდა, ტალახში ჩავვარდი.
- ფრთხილად უნდა იყო - ეშმაკური, ნაზი ხმით მითხრა მან. ჩემს წინ იდგა, ეშმაკურად იღიმოდა და ბასრი ეშვები მოჩანდა.
როგორც ჩანს ამ დროს შიშმა უმაღლეს დონეს მიაღწია, გამეღვიძა.
ფრთხილად წამოვჯექი საწოლზე. "მშვიდად, ეს უბრალოდ სიზმარი იყო. ჩვეულებრივი, სულელური სიზმარი. ძილის წინ ვამპირებზე წიგნების კითხვა მორჩა" ფიქრებში ვუბრძანე საკუთარ თავს და თავი ბალიშზე დავაბრუნე და იმწამსვე სიცივისგან წამოვხტი და იატაკზე დავარდი .... გუბეში.... გუბეში? აქ გუბე საიდანაა?
იატაკიდან ავდექი და მიმოვიხედე:
ირგვლივ ყველგან გუბეები იყო იატაკზე, ჩემს სამუშაო მაგიდაზე... ფონი დაბერილი იყო. ბინძური წითელი შპალერი ჩამოხეული იყო. ცხვირზე წვეთი დამეცა, თავი ზემოთ ავწიე და ჭერს მივაშტერდი. შემდეგ მშობლების ოთახში შევვარდი გზადაგზა ფეხი მიცდებოდა და ვეცემოდი. მათ ოთახამდე მისულიც არ ვიყავი, როდესაც კარი გაიღო და კარში ხალათში მყოფი დედა და პიჟამოში გამოწყობილი მამა იყო. ჩემს მსგავსად, ისინიც რამოდენიმე წამი ჭერს მიაშტერებოდნენ, შემდეგ მამა ჰოლში გავარდა და მეზობლებთან დარეკა. დედამ კი მე დამეხმარა წამოდგომაში და თავადაც დასველდა.- ელის, ნივთები შეაგროვე. რემონტის პერიოდში ჩემს კარგ მეგობართან იქნები - ჰოლიდან გამომძახა მამამ. შემდეგ კი ტელეფონში დანიელისთვის ყვირილი გააგრძელა ისე რომ მგონი სულ დაავიწყდა მე და დედაც იქ რომ ვიყავით.
დანიელი ეს არის მაღალი, კარგი ტან-ფეხის, არასერიოზული ქერაა, ის ჩვენი ზედა მეზობელია და ის დედაჩემის ერთ ერთი საუკეთესო მეგობარია. 49 წლისაა და ცდილობს ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს: სახეზე ტონა მაკიაჟი ადევს, მოკლე ქვედაბოლოებს ატარებს, ჩექმები მუხლებს ზევით და რა თქმა უნდა ძალიან სწრაფად იცვლის პარტნიორებს. გუშინ მის ახალ შეყვარებულთან ერთად რომელიც მასზე სადღაც 20 წლით უმცროსია ჰავაიზე გაფრინდა. და თუ ჩვენ ისევ "ჩაგვძირა" (და ეს ძალიან ხშირად ხდება), მაშინ ამ ჰაეროვან ქალბატონს ისევ დაავიწყდა წყლის გადაკეტვა წასვლის წინ და მე ისიც არ გამიკვირდება გაზის გამორთვაც რომ დავიწყებული ჰქონდეს. ამოვიოხრე და ნივთების ჩასალაგებლად წავედი.
ნახევარი საათის შემდეგ ჩვენი მანქანა უკვე მთავრგზატკეცილზე იყო. დედა მძღოლის როლში მე კი წინა სავარძელზე ვიყავი, რამოდენიმე ჩემოდანი კი უკან გვეწყო მნიშვნელოვანი ნივთებით გატენილი.
მამამ გადაწყვიტა სახლში დარჩენილიყო და პროფესიონალებს დალოდებოდა და ისინი მაინც გადაერჩინა რაც დასველებული არ იყო.- ვისთან მივდივართ დედა? ბრუკსებთან? - როგორც იქნა გადავწყვიტე სიჩუმე დამერღვია.
ბრუკსები ეს ჩვენი კიდევ ერთი ნაცნობები არიან. კეთილი წყვილია. ქალაქგარეთ ცხოვრობენ და ასეთი "დაქცევების" დროს მათთან ვრჩები ხოლმე რამოდენიმე დღით. იქ ჩემი ყოფნა ყოველთვის უხარიათ. მათ სახლის საქმეებში ვეხმარები და ისინი ამბობენ რომ მე ძალიან ვგავარ მათ ავსტრალიელ ქალიშვილს რომელიც 7 წლის წინ გაიქცა.
- არა, მათთან არა. ისინი სახლში არ არიან. მათი შვილიშვილები ჩამოვიდნენ და რაღაც კურორტზე წავიდნენ თვენახევრით - თითქოს ანერვიულებულმა მიპასუხა დედამ. ან იქნებ მე მომეჩვენა ასე.
- მაშინ ვისთან? - ახლა მეც ავნერვიულდი. რაღაც უცხო ყოველთვის მაშინებდა.
- მოდი ეს სიურპრიზი იყოს - და ამით ჩვენი საუბარი დასრულდა.
ოჰ, მეექვსე გრძნობით ვგრძნობ რომ ეს წყლის ჩამოსვლა კარგს არაფერს მომიტანს, ჩემი ინტუიცია კი არასდროს ცდება.
__________________________________________________________
Vote & Comment ❤️❤️❤️
YOU ARE READING
You hate me /H.S.
Romanceდიდი ხანია მათი ოჯახები მეგობრობენ. მაგრამ თავად ისინი მხოლოდ მათთვის ცნობილი მიზეზის გამო ერთმანეთს ვერ იტანენ. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც მშობლები გოგონას ბიჭთან უშვებენ "სტუმრად"? და რა მოხდება მაშინ, როდესაც ბიჭი ამის შესახებ მხოლოდ მაშინ გა...