Alice's Pov
თვალების გახეხილისას, ვერ მივხვდი სად ვიმყოფებოდი. უცნობი კედლები, თეთრეული და ყვავილები. ცოტა ხანი ვიწექი და ფიქრებს თავს ვუყრიდი. შემდეგ გუშინდელი დღე გამახსენდა, რის გამოც უცებ წამოვჯექი და საწოლზე. მგონი ასე გაღვიძება ჩვევაში გადამდის.
" ესე იგი ეს ყველაფერი სიზმარი არ ყოფილა "
ამ ფიქრების გამო, ისევ ვიგრძენი დაღლილობა. ვფიქრობდი ხომ არ მეთქვა რომ ავად ვიყავი და ქვევით 3-4 დღით არ ჩავსულიყავი. მაგრამ მივხვდი რომ ეს სულელური იქნებოდა. ეს არაფერ კარგს არ მოიტანდა. თანაც ენს ზედმეტი, უაზრო ხლაფორთი მოუწევდა. ჰარი კი იმწამსვე მიხვდება ჩემი 'ეშმაკური გეგმის' შესახებ და შემდეგ მთელი კვირა კმაყოფილი, ეშმაკური ღიმილით ივლის.
" არა, ასეთ სიხარულს და სიამოვნებას არ მივანიჭებ!" - გავიფიქრე მე და საწოლიდან ავდექი.
20 წუთში უკვე ჯინსის შორტი და საყვარელი მაისური მეცვა წარწერით: 'მე ანგელოზი ვარ, უბრალოდ ცოცხით უფრო სწრაფი'. ჰარისთან შესახვედრად მოვემზადე და ქვევით ჩავედი მისაღებში.
დიდი შვება მომგვარა იმან , რომ ის იქ არ იყო, ისევე როგორც დანარჩენები. მისაღები ცარიელი იყო. ყველა ის ოთახი შევამოწმე, რომლებშიც ისინი შეიძლებოდა ყოფილიყვნენ, მაგრამ არსად ჩანდნენ. ვერავინ ვიპოვე. ამიტომ გადავწყვიტე, პირველ სართულზე კორიდორში გამევლო და ყველა შემხვედრი კარი შემოწმებინა.
სწორედ ასე მოვხვდი სამზარეულოში.
აი თურმე სად ცოცხლობდა ცხოვრება. აქ ისე არ იყო როგორც ცარიელ კორიდორებში, სადაც მოსამსახურეები სულებივით შეუმჩნევლად გადაადგილდებიან. სამზარეულო უბრალოდ ძალიან დიდი იყო და ძალიან ბევრ ტექნიკას და ადამიანს იტევდა. ახლა აქ სადღაც 50მდე ადამიანი იმყოფებოდა. ყოველი მათგანი ძალიან სწრაფად და მოხერხებულად აკეთებდა მის საქმეს.
პროდუქტებს ჭრიდა, ხარშავდა და წვავდა, ზედმეტი ნაგვისგან წმენდდა მაგიდას, რეცხავდა ჭურჭელს და აკეთებდნენ კიდევ უამრავ რამეს, რომლის თვალყურის დევნებასაც კი ვერ ვასწრებდი.
YOU ARE READING
You hate me /H.S.
Romanceდიდი ხანია მათი ოჯახები მეგობრობენ. მაგრამ თავად ისინი მხოლოდ მათთვის ცნობილი მიზეზის გამო ერთმანეთს ვერ იტანენ. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც მშობლები გოგონას ბიჭთან უშვებენ "სტუმრად"? და რა მოხდება მაშინ, როდესაც ბიჭი ამის შესახებ მხოლოდ მაშინ გა...