chapter 3

180 14 4
                                    

Alice's Pov

ბევრ სახლში ვარ ნამყოფი. ჰარის ოჯახიდან გამომდინარე ვხვდებოდი, რომ აქ ყველაფერი მდიდრულად იქნებოდა, მაგრამ არ მეგონა რომ ამდენად.... ამ სახლმა ყველა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა.

ცოტა უცნაურად იყო დაგეგმილი. ქუჩიდან პირდაპირ უზარმაზარ ჰოლში აღმოვჩნდი, რომელიც ბეჟ ფერებში იყო. მარცხნივ მისაღები იყო, მარჯვნივ გრძელი კორიდორი ბევრი კარებით. მეორე სართულზე ასასვლელი კიბეები მარმარილოსგან იყო. ზემოთაც ბევრი კარები იყო, დიდი ალბათობით საძინებლები. და არანაირი ქვის კედლები და არანაირი უცნაური პორტრეტები.... ყველაფერი ელეგანტურად და დახვეწილად გამოიყურებოდა.

ჩვენს შესახვედრად ქალბატონი თავად გამოვიდა. ჯერ დედა გადაკოცნა, შემდეგ კი მე ჩამეხუტა. ცოტა ხანში დედა დაგვემშვიდობა, მთხოვა რომ კარგად მოვქცეულიყავი და წავიდა. ენმა კი სახლის დასათვალიერებლად წამიყვანა.

ერთი საათის შემდეგ, პირველ სართულზე, მისაღებში ვიჯექი და ჩაის ვსვამდი. სიმართლე რომ ვთქვა სახლი ძალიან დიდი იყო, 20 ოთახია განკუთვნილი სტუმრებისთვის და თითქმის ყველას საკუთარი აბაზანა აქვს. მეორე სართულზე ამათ გარდა კიდევ 2 ოთახია როგორც აქ ეძახიან "მოსასვენებელი ოთახი" და ბიბლიოთეკა. ის ყველაზე მეტად მომეწონა, იქ ძალიან ბევრი წიგნია ყველა ჟანრის, დაწყებული მეცნიერული კვლევებიდან, დამთავრებული სასიყვარულო რომანებით. სამწუხაროდ ვერ გავიგე ეს ყველაფერი ვინ შეაგროვა და ვინ კითხულობს. ენმა თქვა რომ ამას მოგვიანებით გავიგებდით. მესამე სართული უფრო სილამაზისთვისაა ვიდრე საცხოვრებლად. იქ არც ისე დიდი ზამთრის ბაღია, ბილიარდი, მისტერ უდიდებულესობა ჰარი სტაილსის სამუშაო კაბინეტი, რომელში შეღწევაც ვერ მოვახერხე, რადგან ჩაკეტილი იყო. და იყო კიდევ რაღაც ფოტო გალერეის მსგავსი. როგორც მითხრეს ჯემას, ჰარის დის ახალი ნამუშევრები. ინტერიერი და დიზაინი მთლიანად ჯემას მოფიქრებულია და ამ შენობაში არავის არ უშვებდა რაღაც მიზეზების გამო.

You hate me /H.S.Where stories live. Discover now