Alice's Pove
მგონი დროა უკვე ერთმანეთი გავიცნოთ. ჩემი სახელია ელის ჰარდმანი, უკვე თითქმის 17 წლის ვარ.
რატომ თითქმის? ჩემს დაბადების დღემდე 1 კვირა დარჩა. იმედი მაქვს ამ დროისთვის ჩვენს სახლში რემონტი დასრულებული იქნება და ჩემი დაბადების დღის აღნიშვნა უცხო ხალხთან არ მომიწევს. მაგრამ ახლანდელს დავუბრუნდეთ. ნორმალური სიმაღლის, ვფიქრობ კარგი ტანი მაქვს, ყავისფერი თვალები და როგორი არასასიამოვნოც არ უნდა იყოს ამის აღიარება წითური თმები მაქვს ბეჭებამდე ... ამას ჩემს ნაკლად მივიჩნევ. ჩემი თმის ფერი არასდროს მომწონდა. ყოველთვის მინდოდა გრძელი, ტალღოვანი ქერა თმა მქონოდა. და არა მოკლე, სწორი და თან წითური თმები. სამწუხაროდ თმის შეღებვა 17 წლამდე აკრძალული მაქვს. დედაჩემი თვლის, რომ ჩემი თმის ფერი არაჩვეულებრივია და არ უნდა შევიღებო. ეს ყოველთვის მაკომპლექსებდა. წითურებს ბევრი კლიშე აქვთ. იმის და მიუხედავად რომ ჩემთვის არავის უწოდებია არაფერი, მაინც არასასიამოვნოა. მაგრამ საბედნიეროდ, ამ გაუგებრობას ჩემს თავზე მალე გამოვასწორებ.რადგანაც სიურპრიზია, იყოს სიურპრიზი, არ შევეკამათები. ბავშვობიდან ასე იყო, თუ დედა და მამა რამეს გადაწყვეტდნენ აქ კამათი უკვე გამოუსადეგარი იყო. თუ ამას იზამდი უფრო უარესი იყო.
იმედი მაქვს იქ სადაც მივდივართ ბაღი იქნება. ხატვა მიყვარს, განსაკუთრებით კი ბუნების. ხატვა ბავშვობიდან მიყვარს. დედას თქმით 5 წლის ასაკში ყველაფერი მოვხატე იატაკიდან დაწყებული ჭერამდე დამთავრებული. როგორ ვწვდებოდი არვიცი, ეს ჩემთვისაც გამოცანად რჩება. დროის გასვლის შემდეგ აღარც მახსოვდა. ცუდია რომ პროფესიონალურად ხატვა ვერ ვისწავლე.
20 წუთი გავიდა მანამ სანამ შევამჩნიე რომ ქალაქი ᲓᲐᲕᲢᲝᲕᲔᲗ. ასეთ ადგილას სად მივდივართ? პრინციპში ძალიანაც არ ვნერვიულობ. მშობლების ბევრ ნაცნობებთან მიწევს ცხოვრება და მივეჩვიე. თანაც ცუდ ხალხთან მშობლები არ დამტოვებენ.
მაგრამ რაღაც არასასიამოვნო გრძნობა მაინც მქონდა და დედას უარი იმის თქმაზე თუ სად მივდიოდით ამას უფრო ამძაფრებდა. საბოლოოდ ვეღარ მოვითმინე და გადავწყვიტე ყველაფერი გამეგო.
YOU ARE READING
You hate me /H.S.
Romanceდიდი ხანია მათი ოჯახები მეგობრობენ. მაგრამ თავად ისინი მხოლოდ მათთვის ცნობილი მიზეზის გამო ერთმანეთს ვერ იტანენ. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც მშობლები გოგონას ბიჭთან უშვებენ "სტუმრად"? და რა მოხდება მაშინ, როდესაც ბიჭი ამის შესახებ მხოლოდ მაშინ გა...