chapter 4

180 13 3
                                    

Alice's Pov

ჩემამდე როგორც იქნა დავიდა მისი სიტყვების აზრი. მე მის ოთახში მინდოდა ცხოვრება! აი თურმე რა ჭირდა ჯემას! ღმერთო, ახლა ნამდვილად წასულია ჩემი საქმე.

- არაჩვეულებრივია, მოეწყვე! - ლოგინიდან ჩამოვედი, წიგნი იატაკზე დავაგდე და ოთახიდან გამოსვლამდე, ჰარის მხარი გავკარი. სამწუხაროდ ამან არაფერი მომცა, ჰარი არც კი განძრეულა.

გაბრაზებული დავეშვი კიბეებზე.

" როგორ შეეძლო ჯემას?! რატომ არაფერი მითხრა? რადგან, დარწმუნებული ვარ მან იცოდა, რომ ეს იდიოტი დღეს ჩამოვიდოდა და ოთახზეც იცოდა! შეუძლებელია არ ცოდნოდა.... მაგრამ მაშინ რატომ არ თქვა?!"

სწორედ ასე ვუთხარი მას როგორც კი ქვევით ჩავედი, დავინახე, რომ დივანზე იჯდა.

- რატომ არ გამაფრთხილე?! - დავასრულე ჩემი 'ცეცხლოვანი' სიტყვა. ის დივნის საზურგეს მიაწვა და ცარიელი თვალებით შემომხედა.

- რადგან მე ვუთხარი, არაფერი ეთქვა -
მომესმა ხმა უკნიდან. შევტრიალდი.

- ჰო, რა თქმა უნდა! როგორ დამავიწყდა! ამ სამყაროში არაფერი ხდება მისტერ უდიდებულესობა სტაილსის ჩარევის გარეშე! - ვთქვი ᲖᲘᲖᲦᲘᲗ.

- ნუ თავხედობ. რომ იცოდე ჩემს სახლში ხარ.

- არა, მე პირველმა დავიწყე. და მე შენს სახლში კი არა, შენი მშობლების სახლში ვარ! - ის რა მე მადანაშაულებს თავხედობაში? როგორც მახსოვს მე არ დამიმალავს ჩემი ჩამოსვლის შესახებ!

- არა ძვირფასო, ეს ზუსტად ჩემი სახლია - ეშმაკურად გაღიმებულმა, საკუთარი თავით კმაყოფილმა ჰარიმ მოახსენა. ჯემას გავხედე კითხვის სახით.

მან თავი დამიქნია:

- ჰო ელის, სახლი მთლიანად ჰარის ეკუთვნის. ჩვენ აქ მხოლოდ მისი თანხმობით ვართ.

- კარგი, მოგვიანებით ყველაფერი აუხსენი. ამისთვის არ ჩამოვსულვარ ქვევით - შეაწყვეტინა დას ' სახლის უფროსმა' და ახლა მე მომმართა - ჩვენ აქ პატარა ოჯახური ტრადიცია გვაქვს და მისი დარღვევა არ მინდა.

You hate me /H.S.Where stories live. Discover now