არ მჯერა!
უკვე შობაა!
როგორც იქნა ზამთრის არდადეგები დაიწყო!ბოლო სემინარის შემდეგ ჩანთა ზურგზე ბედნიერმა მოვიგდე და აუდიტორია მთელი სემესტრის განმავლობაში ყველაზე კმაყოფილმა მოვიტოვე უკან, რადგან ვიცოდი მთელი ერთი თვე აღარ მომიწევდა ამ წყეულ ოთხ კედელში ჯდომა.
-როგორც იქნა შენი ნახვისგან დავისვენებ პაკ! - კარში ფეხი არ მქონდა გადგმული, როცა ეს საზიზღარი სიტყვები მომაძახა ჩემმა "საყვარელმა" თანაკურსელმა.-ტრაკზე მაკოცე ჯონგუკ! -შუა თითი ისე ავუწიე, რომ უკან არც მიმიხედავს.
ზურგს უკან მომესმა როგორ აქეზებდნენ ბავშვები ჯონგუკს შეძახილებით. ძალიან მომინდა იმ მომენტში მისი გაცოფებული სახის დანახვა. ალბათ, სახეზე ალმური ერთ წამში მოედო და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. მაგრამ თავი ისე უნდა დამეჭირა თითქოს ეს საერთოდ არ მაღელვებდა. ამიტომ გზა გავაგრძელე. ჯონგუკის გინება მკრთალად მომესმა შუა დერეფანში, თუმცა აღარც ეს მაღელვებდა, უკვე გამოვლილი მქონდა ნახევარი სადარბაზო და ალბათ, მისი ეს სიტყვებიც ერთ თვეში დავიწყებას მიეცემოდა. იმ ნაბიჭვრის გამო არ ვაპირებდი დღევანდელი კარგი განწყობის გაფუჭებას.
-ჰეი პატარავ.. - თეჰიონი ჩემი გრძელფეხება, ღვთაებრივი და შარმით სავსე საუკეთესო მეგობარი გასასვლელში დამხვდა. როგორც ყოველთვის დღესაც შესაშურად იდეალურად გამოიყურებოდა. ხელები მკერდზე დაელაგებინა და თვალმოუშორებლად მიყურებდა, სანამ მის სიახლოვეს მივაღწევდი. ხელები ფართოდ გაშალა და ჩასახუტებლად მიმიწვია, მეც უყოყმანოდ მოვხვიე მკლავები, ფეხის თითებზე ავიწიე, რომ მის გრძელ კისერს მივწვდოდი და მთელი ძალით ჩავეხუტე. -არ მჯერა, რომ მთელი თვე ვერ გნახავ ძუკნა!
-ნუ წუწუნებ! ხომ იცი, რომ როცა მოგინდება ნებისმიერ დროს შეგეძლება ჩემთან მოსვლა?
-ვიცი ლამაზო.. -ცხვირზე თითი ჩამომკრა, როგორც სჩვევია ხოლმე და მხარზე ხელი გადამხვია. თეჰიონი ფიზიკური სიახლოვის დიდი მოყვარული იყო. ამის გამო თავიდან მიჭირდა მასთან ურთიერთობა, ყოველ წამს ისეთი განცდა მქონდა თითქოს მოვწონდი. მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და გავაცნობიერე, რომ თეჰიონი უბრალოდ გიჟდება, როცა მის საყვარელ ადამიანებს ფიზიკურადაც აგრძნობინებს სიყვარულს. მოსწონს მათზე ზრუნვა და მოფერება. -წავედით პატარავ?