[9]

523 56 25
                                    

ანუუუუ ძაააან 🔞

****

ბარში ხუთი კაცისგან შემდგარი ყველაზე უცნაური კამპანია ვისხედით და ერთმანეთის ნაცვლად ჩვენს ალკოჰოლის ჭიქებს ჩავჩერებოდით. თავს დავდებ უხერხულობა ჩემმა ჩამოსვლამ გამოიწვია, უჩემოდ კი მაგრად ერთობოდნენ. შიგადაშიგ ჰოსოკი თუ იხუმრებდა უკბილოდ, რაზეც მხოლოდ ჯინს ეცინებოდა. მერე ის ჩართავდა თავის მოხუცურ ხუმრობებს, რომლებზეც ისევ ჰოსოკი იცინოდა და ასე დასცინოდა ეს ორი იდიოტი ერთმანეთს. ჩვენ სამი კი მიყოლებით უსიტყვოდ ვსვამდით ალკოჰოლს.

ჯიმინი ჩემზე ბრაზობდა, არ მოვწონდი და ვერც გავამტყუნებდი. იმდენჯერ მივქარე მასთან მიმართებაში ალბათ, სიამოვნებით აირევდა გულს ჩემზე. თეჰიონი კი მისი მხარდამჭერი იყო. ალბათ, წერტილ-მძიმეთი ჩაუმარცვლა ჩვენს შორის მომხდარი. ამიტომ მომჩერებოდა ისე თითქოს ჩემი ცემა უნდოდა ან აქედან გაგდება.

ბართან ახლოს ვისხედით. შიგადაშიგ თეჰიონი ბარმენისკენ აპარებდა მზარას. ჯიმინის სიმაღლის შავგრემანი, გრძელთმიანი ტიპიც არაკლებდა ყურადღებას. ძნელი მისახვედრი არ იყო, რაღაც ქიმია, რომ დადიოდა მათ შორის.

ჯიმინი დათვრა. სახე ხელის გულზე ედო და მისი დაჭერაც უძნელდებოდა ისე დაუმძიმდა თავი. ჩემი დათვრობა კი არცისე  მარტივია. თანაც წამოსვლმდე ბიჭებს ნაბახუსევზე ლუდების დალევა მოესწროთ უჩემოდ. ამიტომ ლერწმებივით ირხეოდნენ ოთხივე. მე კიდევ ისევ ფხიზელი ვიყავი. ერთიანად გამოთრობა ჩემი სტილი არასდროს ყოფილა. მერე ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მთელი სიამოვნება გამოვტოვე. ამიტომ ნელა განვაგრძობდი მის წრუპვას, სანამ ბიჭებმა ხუთი ჭიქა ზედიზედ გამოაცარიელეს. ათი ხდებოდა საათი და ყველა ახლა იწყებდა გახურებას. ესენი კი საშინლად მთვრალები იყვნენ. დიჯეის მოსვლისთანავე ჰოსოკმა ჯინი და ჯიმინი ძალით წამოყარა ადგილებიდან და საცეკვაოდ გაათრია. თეჰიონმა კი მათ ღიმილიანი სახე გააყოლა, რომელიც მეორე წამს შეეცვალა და გესლიანად გამომხედა.

Catch me if you can Where stories live. Discover now