ვალენტინო..
ბრენდი რომელსაც შემიძლია ყოველთვის ვანდო ჩემი სხეული წარმოსაჩენად. ლურჯ სმოკინგს დაბლა შავი ზოლები მიუყვება და დახვეწილ კონტრასტს უქმნის. პერანგზე მორგებული ჟილეტი კი ჩემს იდეალურად მოვლილ წელს ხაზს უსვამს. დიახ, საშინლად მეწვრილმანე და პენდანტი ვარ როცა საქმე საკუთარ გარეგნობას ეხება. სახე იდეალურ მდგომარეობაში მაქვს. არანაირი უხეში ბეწვი. არავითარი აკნე და გამონაყარი. თმაც იდეალურად გადავივარცხნე. ბაკეებიც ზოლებად ზუსტად ერთ სიმაღლეზეა.ზუსტად ასე უნდა გამოიყურებოდეს იდეალური მამაკაცი. ამ ყველაფერს ბავშვობიდან დიდ ყურადღებას ვაქცევდი. მომწონდა შეგრძნება როცა ყველაფერში საუკეთესო ვიყავი.. სწავლაში, უნარებში, აზროვნებაში, სპორტში. ამბიციები მქონდა, რომ ყველაზე სიმპათიურიც გავმხდარიყავი. ამისთვის დიდი შრომა მიწევდა. ბევრს ვვარჯიშობდი. კრივზე, ცურვაზე და ფარიკაობაზე დავდიოდი. მიყვარდა ბიბლიოთეკაში ჯდომა საათობით და მძიმე, განსაკუთრებით კი სატირული ჟანრის ლიტერატურა. ვგიჟდებოდი ალგორითმებსა და წმინდა მათემატიკაზე. ეს ჩემთვის თავსატეხი იყო, რომელსაც უნდა გავმკლავებოდი. მიყვარდა ლოგიკური აზროვნებისთვის კროსვორდები და ჭადრაკი.
ჯერ კიდევ ექვსი წლის ვიყავი, როცა მამამ ნამდვილ არისტოკრატად შემრაცხა. სკოლაში კი ნაღები საზოგადოების წევრებში მალევე გავერიე ჩემი მცირე ასაკის მიუხედავად. არასოდეს ყოფილა ნივთი, ადამიანი, მიღწევა, რასაც ვერ მივწვდებოდი. ხელის გაწვდენა მჭირდებოდა და ყველაფერი ჩემი იყო. ზოგჯერ კი ისეთი მარტივი იყო. თითქოს ყველაფერი თავისით მოედინებოდა ჩემკენ.
უნივერსიტეტშიც საუკეთესო ვარ. ერთადერთი ვინც ჩემს მოწოდებასთან ახლოსაა ეს პაკ ჯიმინია. ალბათ სწორედ ეს ფაქტი მაღელვებს. მასში დიდ მეტოქეს ვხედავ. ადამიანს, რომელიც ჩემი მსგავსი ამბიციებით ცხოვრობს. თუმცა რატომღაც მისთვის ცხოვრება უფრო მარტივი და ნათელია. ის გახსნილია, თავისუფალი, მეგობრული. არასოდეს ყოფილა ამაყი, ამბიციური, ამპარტავანი და ცინიზმით სავსე. ალბათ სწორედ ამიტომ უყვარდა ბევრს ის, ვიდრე მე. მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ ჯიმინზე ბევრი რამით უკეთესი ვიყავი. ის სუსტი იყო სპორტში, განსაკუთრებით ცურვაში. მაგრამ მათემატიკაში დაუნდობელია. ზოგკერ მგონია, რომ ჩემზე სწრაფიცაა. უბრალოდ ის დინჯია. მე კიდევ მთელი პროცესის დროს დაძაბული ვარ, რომ არაფერი გამომეპაროს. არაფერი გამომრჩეს.