༺11༻

489 54 89
                                    


შიშისგან შევხტი, ვიცოდი ახლა კარგი არაფერი მელოდა მაგრამ მისგან დანდობას მაინც ველოდი. იქნებ უბრალოდ ჩემს შეშინებას ცდილობს?
ჩუმად მივტრიალდი და როდესაც ჯონქუქის ანთებული თვალები დავინახე მივხვდი რომ "დანდობა" ყველაზე სულელური გადაწყვეტილებაა. თავი დავუკარი მისალმების ნიშნად და როგორც ყოველთვის მასთან თავის გამართლება დავიწყე
-ბატონო ჯონ, თქვენ წუხელ ძალიან მთვრალი იყავით. სასწრაფოდ სახლში უნდა წამომეყვანეთ მაგრამ არ მომყვებოდით, მაპატიეთ ცოტა უხეშ...- სიტყვა ვერ დავამთავრე ლოყა რომ გამიხურდა, ჯონქუქმა გამარტყა...
მხოლოდ იმის გამო რომ უხეშად ვესაუბრე, ახლა მეც გავბრაზდი და უკვე ნერვის ძაფიც წყდებოდა
-მეორედ- საჩვენებელი თითი ჩემს სახესთან ახლოს მოიტანა- არც გაბედო ჩემთან ასე ლაპარაკი თორემ შენს გვამს ვერავინ იპოვის- ნამდვილად რაღაც ხდება, გუშინ ხომ კარგად იყო? დიდი ალბათობით ისევ სხვაზე გაბრაზდა ახლა კი როგორ სჩვევია ჩემზე უნდა იყაროს ჯავრი. აღარ მინდა ასე სუსტად ყოფნა, ხელი ვკარი და უკან გადავაგდე, ძირს დაეცა და ახლა უფრო გაბრაზებულმა შემომხედა. მივხვდი რამხელა შეცდომა დავუშვი და ხელები ამიკანკალდა. სწრაფად წამოდგა, ახლოს მოვიდა და ნიკაპი ძლიერად დამიჭირა
-როგორ გაბედე?- მიყვირა და კედელს მიმაგდო, მუცლის არეში ტკივილი ვიგრძენი მაგრამ დავაიგნორე და ისევ მას შევხედე
-ახლა გასწავლი მე შენ- თქვა და ვიღაცის სახელის ყვირილი დაიწყო, ეძახდა და მალევე გამოჩნდა სამი მამაკაცი. სულ შავებში ეცვათ, როგორც ჩანს მისი დაცვები არიან.
ყურში რაღაც ჩასჩურჩულა შემდეგ კი სავარძელზე კმაყოფილი ღიმილით ჩამოჯდა.
სრულიად მოულოდნელად ერთ-ერთი დაცვა ჩემსკენ წამოვიდა და მუცელში მისი ხელი მომხვდა, სიმწრისგან მოვიკუნტე და ძირს ჩავცურდი.
სანამ დავეცემოდი ჩემი დაჭერა მოასწრო და ახლა ცხვირში მომხდვა მისი ძლიერი ხელი, სისხლმა იფეთქა.
ცივი, წითელი სითხე ჩამომდიოდა ცხვირიდან. უკვე მართლა ვეღარ შევიკავე თავი და ძირს დავენარცხე.
ვხედავდი ჯონქუქის დაკმაყოფილებულ სახეს და მის სიკვდილს ვნატრობდი.
ესეც არ იკმარეს, მუცელში ახლა უკვე ორი ადამიანის ფეხი მომხვდა, პირში ვგრძნობდი სისხლის გემოს და მუცლის ტკივილი იმატებდა. ხელებით ვცადე მათი დაფარვა მაგრამ ახლა ხელში მომხდვა ფეხი და თითი წითლად შემეღება
-ნაბიჭვარი ხარ- ამოვიხავლე და თვალები სიმწრისგან დავხუჭე
-როგორც ჩანს არ გეყო- საშინელი ხმით ამოილაპარაკა
-არა... აღარ გინდათ- თვალები დავხუჭე და უსასრულობაში ჩავიძირე.

Author P.O.V

ჯონქუქს დილით მოუვიდა ინფორმაცია რომ მისი კომპანიის აქციები თითქმის მთლიანად დაეცა.
გუშინდელიდან ყველაფერი ახსოვდა და გაბრაზებულმა ჯავრი უდანაშაულო ბიჭზე იყარა. რამდენად საზიზღარი შეიძლებოდა ყოფილიყო და სადამდე გაგრძელდებოდა ეს ყველაფერი არავინ იცოდა.
ჯონქუქი იცვლებოდა!
ჯიმინიც იცვლებოდა!
უკვე ყველაფერი ცუდად მიდიოდა და თითქოს ხშირად ნანობდა ჯონქუქი იმას რომ ჯიმინი მასთან წამოიყვანა.
რატომ იცვლებოდა მის მიმართ? რატომ სძულდებოდა?

პატარა სისხლიანი სხეული ფრთხილად აიყვანა და ჯერ დანანებით შეხედა შემდეგ კი ოთახისკენ წაიყვანა.
რბილად ჩააწვინა საწოლში და აივანზე გავიდა, სიგარეტი ამოიღო და მოწევა დაიწყო. სწრაფად ჩაუწვა ყელი მავნებელმა კვამლმა და მიმიკები შეეცვალა. დაფიქრდა და სულ რამოდენიმე წამი დანაშაულის გრძნობამ შეიპყრო.
ოთახში დაბრუნდა და მძინარე, უკვე სუფთა ჯიმინის გვერდით წამოწვა, ერთი ხელზე კი თავი დადო. აკვირდებოდა მის ფუმფულა ტუჩებს და სურვილი ჰქონდა დაეგემოვნებინა, ამას ვერ იზამდა. არც მოსწონდა და არც უყვარდა, ამას რატომ გააკეთებდა.
წამოდგა და აბაზანაში შევიდა, იმდენად გადაიღალა ფიქრებისგან რომ ახლა მხოლოდ შხაპის მიღება უნდოდა.
სწრაფად გაიძრო მაღალი ხარისხის ტანისამოსი და ცხელი წყლის შეგრძნებისას სხეულზე ტაომ დააყარა. ბოლომდე ჩაწვა წყალში და სიამოვნებისგან თვალები დახუჭა.
წყალი არბილებდა მის ისედაც მშვენიერ სხეულს, ულამაზესი სანახავი იყო მისი გაქაფული სხეული, მკერდის ოდნავ ზემოთ კი გარკვევით ეწერა "𝓛𝓾𝓷𝓪".
ტატუს ნაზად გადაატარა ხელი და თავი უკან გადასწია, ღრმად ჩაისუნთქა. ორთქლი მის სხეულთან მოძრაობდა, ზედ ებჯინებოდა და წვეთებად ჩადიოდა მის სხეულზე.
თითქოს სუნთქვაც უჭირდა ოთახში დიდი ოდენობის ორთქლის გამო მაგრამ წყნარად წამოდგა წყლიდან და
პირსახოცით ოთახში გავიდა რომელიც მხოლოდ წელს ქვემოთ ადგილს უფარავდა.
მხოლოდ საცვლები ჩაიცვა და ჯიმინის გვერდით დაწვა, მისგან ზურგით გადაბრუნდა და დაძინებას შეეცადა, არც ისე ადვილად მაგრამ მაინც ჩაეძინა.

_________________________________________

ახალ წელს გილოცავთ 💜✨🦋

𝚆𝚛𝚘𝚗𝚐 𝚙𝚕𝚊𝚌𝚎 (jikook)Where stories live. Discover now