༺9༻

537 55 22
                                    


ბიჭმა უკან დაიხია და სამზარეულოს კართან მდგომ, გაბრაზებულ ჯონქუქს შეხედა.
თვალები ისევ დახრილი მქონდა და ვერ ვბედავდი თვალი გამესწორებინა
ჯონქუქის მზერისთვის, ის მსახური ისევ გაქვავებული იდგა და არაფერს ამბობდა. ახლა ისე მომინდა სიკვდილი რომ ცოტაც და ახდებოდა
-ახლავე წადი და შენს საქმეს მიხედე!- ჯონქუქმა დაუღრიალა შეშინებულ ბიჭს, ხმაზე შეხტა და წამებში უკან მოუხედავად დატოვა ოთახი, ვგრძნობდი როგორ მიახლოვდებოდა ჯონქუქი და შიშისგან მეგონა წავიქცეოდი. ის მართლა ასეთი ნელია თუ გონებაში შენელებული კადრები მიტრიალებს? თავდაცვის სტიქია მესტუმრა, ნაბიჯი უკან და რათქმაუნდა მე ხომ ასეთი იღბლიანი ვარ, ისევ მაგიდაზე მიყრდნობილი აღვმოჩნდი. ჩემთან ახლოს დადგა, ჯერ ხმას არ იღებდა შემდეგ კი უბრალოდ დაიხარა და მკაცრი გამომეტყველებით მომაშტერდა
-თუ შეიძლება თქვენი რომანტიკული მომენტები სხვაგან იყოს, ახლა კი სამუშაოს შეუდექი რომ უფრო არ გაგეზარდოს- ბოლოს იმდენად საშიში მზერა მიიღო რომ გამაკანკალა.
სწრაფი ნაბიჯებით დატოვა სამზარეულო და კარის გაჯახუნებაც არ დავიწყებია, ამ უაზრობებით დაღლილმა ამოვიხვნეშე და ისევ საქმეს შევუდექი. როგორ ამბობენ ხოლმე? იღბალი შემთხვევითობააო, ჩემთან ეს შემთხვევა ჯერ არ მომხდარა.

შუადღე იწურებოდა რომ ეზოში გავედი და გვირილების კრეფვა დავიწყე, ეს მათ დამავალეს რადგან ბატონ ჯონს უყვარს გვირილები და მის ოთახში ყოველთვის უკავია ადგილი. ბალახზე ლამაზად ეფინა უამრავი გვირილა, ცას ავხედე, იმდენად ლამაზი იყო მაშინვე მომინდა დამეხატა, თითქოს დამოკიდებული გავხდი ღრუბლების დახატვაზე და უკვე იმდენად მინდოდა ეს გამეკეთებინა ცოტაც და გავაფრენდი. უმალ დავყარე გვირილები ძირს და სახლისკენ გავიქეცი, გადავჭერი მთავარი კარი, დიდი ოთახები და საბოლოოდ ჩემს ოთახში ავღმოჩნდი. ნივთებთან მივედი, ნაზად ამოვალაგე ყველაფერი და როდესაც სასურველს მივადექი ფრთხილად ამოვიღე, ფუნჯები ავიღე, საღებავები და აივანზე ჩამოვჯექი.
ჯერ წყნარად შევისუნთქე გრილი ჰაერი და თვალები დავხუჭე, წარმოვიდგინე როგორი ლამაზი იქნებოდა ჩემი ნახატი და სურვილი უფრო გაიზარდა. მოლბერტზე მოვათავსე ფურცელი და ხატვას შევუდექი. ვუსმევდი ფუნჯს და არაფერზე ვფიქრობდი, ვფიქრობდი მხოლოდ ღრუბლებზე, იმდენად შევეჩვიე მათ ვერც წარმომიდგენია უღრუბლო ცა. ხშირად ავხედავდი გამჭოლი მზერით ღრუბლებს და ისევ პატარა ფრაგმენტებს ვუმატებდი ნახატს. ფურცელი ივსებოდა, ყოველ ახალ ნაბიჯზე უფრო და უფრო მშვენიერი ხდებოდა. ალბათ როდესაც აღარ ვიქნები ვინმე დააფასებს ამ ყველაფერს, ასეა სხვა მხატვრებთანაც. არ ვარ ქედმაღალი მაგრამ ხატვაში ზედმეტად ეგოისტი ვარ. ამბობენ ეს ცუდია, არ არის სწორიო მაგრამ მე პირდაპირ გეტყვით, შევეცი სისწორეს ამ სამყაროში სადაც სწორად აღარაფერი მიდის.
ფიქრებს გზა უსასრულობისკენ მივასწავლე და ხატვა განვაგრძე, რაღაც მელოდია გამახსენდა და ახლა მას ვღიღინებდი. სულ გადამავიწყდა, ჯონქუქიც და ყვავილებიც.
გარემოს ისევ გადავხედე, ფოთლები უკვე ვეღარ იჭერდნენ თავს და ტანჯვით ეცემოდნენ ძირს. ნიავი მინდორს ტალღების მსგავსად არხევდა.
მხარზე ცივი ხელი ვიგრძენი, მივტრიალდი და თვალებით ჯონქუქს შევხვდი, მიყურებდა და არაფერს ამბობდა
-გვირილები აღარ დევს ლარნაკში- მისი მშვიდი ტონი მაბნევდა, უფრო მდუმარე იყო მისი ხმა ვიდრე აქამდე.
თავი დამნაშავედ ჩავხარე, ვერაფერს ვიტყოდი. როგორ მეთქვა მისთვის რომ ღრუბლების დახატვა იმდენად მომინდა რამის გავგიჟდი მეთქი?
-რას აკეთებდი?- ჩემს ნახატს შეხედა და ოდნავ გაკვირვება გამოესახა სახეზე, მიმიკები არ შეუცვლია მაგრამ თვალებში ვხედავდი ამ გაკვირვებას
-ვხატავდი- ჩუმმა სიტყვებმა გააპო ჰაერი
-ხატვა გადადე, ახლა მივდივართ- ოთახი სწრაფად დატოვა, ისევ ნახატისკენ მივბრუნდი. თვალები ჩავხარე, ავიღე ნივთები და ოთახში დავაბრუნე.

𝚆𝚛𝚘𝚗𝚐 𝚙𝚕𝚊𝚌𝚎 (jikook)Where stories live. Discover now