༺19༻

480 54 10
                                    


ფიქრობთ რომ ჯიმინი პანიკებს ატეხდა გაღვიძებისთანავე და ტირილით გულს იჯერებდა მაგრამ ყველაფერი ასე არ მომხდარა.
ტირილიც კი აუკრძალეს, ეს ხომ მისი ბრალი იყო. რატომ უნდა ეტირა იმას ვინც ვნებას დაემონა და მაშინვე ჯონქუქთან მივიდა სურვილის დასაკმაყოფილებლად. ორივემ ერთმანეთი გამოიყენა...
შედეგად ჯიმინს სიყვარული აუკრძალეს,
ჯონქუქს კი სიყვარულის სიწმინდე აღარ სწამდა.

ისევ ისეთი სიჩუმე ჩამოწვა უზარმაზარ სახლში, თითქოს ყველას მკვდარივით ეძინა და მხოლოდ უსულო საგნები თუ ავსებდნენ დიდ სიცარიელეს.
ჯონქუქი მალევე ტოვებდა სახლს და გვიან ბრუნდებოდა, ხასიათი ყოველთვის გაფუჭებული ჰქონდა და ამას ამჩნევდა ჯიმინი. ისიც არ იყო კარგ მდგომარეობაში მაგრამ არაფერს იმჩნევდა.

ჩვეულებრივი დღე იყო როდესაც ჯიმინის წერილი მოუვიდა

"თუ გინდა რომ შენი ძვირფასი უფროსი გადარჩეს, ### მოდი"

გულში საშინლად გაჰკრა ტკივილმა და გამოსაფხიზლებლად შიში დაეხმარა. სწრაფად გაიქცა ეზოში და დაცვასთან მივარდა
-ბატონი ჯონი... ბატონი ჯონი საფრთხეშია, ახლავე უნდა წავიდეთ- სიტყვებს ერთმანეთს აყრიდა, დაცვა ვერც კი ხვდებოდა და როდესაც სიტყვები შეკრა და წინადადება დაალაგა მანქანაში ჩასვა ჯიმინი და იმ მისამართზე წავიდა სადაც ბატონი ჯონი იყო.

გზა საშინლად გაიწელა, ჯიმინს შიში ეტყობოდა სახეზე. არ უნდოდა ბატონ ჯონს რამე შემთხვეოდა, არ იცოდა ასე რატომ ნერვიულობდა.
ადგილზე მისულებს ცარიელი ადგილი დახვდათ, გარშემო მხოლოდ ძველი ნევთები ეყარა და მიტოვებულ ქარხანას გავდა. იქამდე დადიოდნენ სანამ სისხლის წვეთებს წააწყდებოდნენ. დაცვამ როგორც კი ეს შენიშნა ჯიმინი თავის ზურგს ამოაფარა და წინ წავიდა.
ჯიმინი რამის ძირს დავარდა როდესაც საშინლად ნაცემ ჯონქუქს მოჰკრა თვალი. ძირს ეგდო გონება დაკარგული, მის წამოყენებას ცდილობდა ჯიმინისთვის უცნობი მამაკაცი რომელსაც მხოლოდ ტუჩიდან მოსდიოდა სისხლი.
დაცვა სწრაფად მივიდა მასთან
-ბატონ ჯონს შეეშვით და ხელები მაღლა- იარაღი მიმართა უცნობისკენ.
თოვლივით თეთრი კანი ჰქონდა ბიჭს, წამით მის სილამაზეში ჩაიკარგა ბიჭი მაგრამ იარაღი არ დაუშვია
-ჯანდაბა, მოეშვი გმირობანას თამაშს ბატონო რომეო და დამეხმარე ჩემი საუკეთესო მეგობარი გადავარჩინოთ- "საუკეთესო მეგობარი" უფრო გარკვევით და ცინიზმით წარმოთქვა.
დაბნეულობა ეტყობოდა დაცვას თუმცა უბრალოდ მივიდა და ხელში აიყვანა ჯონქუქი. მანქანისკენ მიჰყავდა, მე და უცნობი კი მის უკან მივდიოდით
-რა გქვია?- ჩუმად ვკითხე მანქანაში ყოფნისას
-იუნგი- უაზროდ მითხრა და თავი ფანჯარას მიადო, ალბათ ჩემი სახელი არ აინტერესებს. მხრები ავიჩეჩე და იუნგისავით მომაბეზრებელ ამინდს ავხედე. ღიად წვიმდა, მხოლოდ პატარა წინწკლები მოდიოდა ციდან.
ჯონქუქს ვუყურებდი და ახლა ეს მონსტრი იმდენად დაუცველი მეჩვენებოდა მისი დაცვის სურვილიც კი გამიჩნდა. არა... უფრო გადარჩენის. რაღაცას მიკარნახა რომ მას უბრალოდ ჭაობიდან ამოთრევა სჭირდებოდა. იხრჩობა მაგრამ იმდენად შეეჩვია ამას ვერ გრძნობს, კვდება მაგრამ მოსწონს ეს.

-ძალიან ნუ გადაღლით, უბრალოდ სახლში მოუარეთ- ექიმმა ჯიმინს და იუნგის მიმართა, ახლა ვერც კი წარმოიდგენთ როგორ უნდოდა იუნგის მალე წასულიყვნენ აქედან და უბრალოდ სახლში დაბრუნებულიყვნენ. დაეჭვებით იყურებოდა გარშემო იქნებ შეემჩნია იმ ნაბიჭვარი რომელმაც ჯონქუქი სცემა.

Flashback

იუნგი ხედავს რამოდენიმე კაცს რომლებიც ჯონქუქს გამეტებით ურტყავენ. სწრაფი მოძრაობით იღებს იარაღს. ის ხომ ასეთი შესანიშნავია ყველაფერში? მხოლოდ ერთხელ გააპარა თვალი, მაშინვე მიხვდა რომ ჯონქუქსს თერთმეტი კაცი სცემდა.
გასროლა... ამას რამოდენიმე გასროლა მოჰყვა მაგრამ რატომღაც ლულა ჩერდება
-ამის დედაც! ტყვიები- ამბობს და თოფს ძირს აგდებ, მხოლოდ სამი კაცი გადარჩა მაგრამ აშკარად ძლიერები არიან. ჯონქუქი უღონოდ გდია და თვალები ეხუჭება. ერთერთი მისკენ მოდის და ხელს უქნევს. ეს იუნგისთვის არაფერია, სანამ ის უცნობი ტიპი დაარტყამს აკვირდებოდა მის მოძრაობებს და ზუსტად სწავლობს მას
ცოტა ნელია...
სუსტი გამბედაობა...
ემოციურია...
თითქოს რობოტოვით სწავლობს ადამიანს და ხელის ერთი მოძრაობით ძირს აგდებს. თვითონ კი ზემოდან კმაყოფილი აჯდება ახლა იმ ორს უყურებს. წამიერი შიშიდან გაბრაზებაში გადადიან და იუნგისკენ მოდიან. ერთ-ერთს იარაღი აქვს, ეს მაშინ შეამჩნია როდესაც პირველს სცემდა. მას მუშტი ხვდება სახეში და ახლა ტუჩი გახეთქილი აქვს...
ჯანდაბა მგონი არ უნდა გაბრაზებულიყო, არავის უყვარს გაბრაზებული იუნგი. ის ამ დროს "ცოტა" საშიშია. თმებით იჭერს მოწინააღმდეგეს და მის თავს კედელს აჯახებს, ამასობაში მეორე იარაღს იღებს და იუნგის უმიზნებს.
იუნგი კაცს იფარებს და იარაღიანის გასროლილი ტყვია მის მეგობარს ხვდება. უცნობი ხვდება რომ ახლახანს მის მეგობარს ესროლა. შიშით უყურებს იუნგის რომელიც ნელნელა უახლოვდება, იუნგის წინაშე იმდენად სუსტდება რომ იარაღი ხელიდან უვარდება და ადგილს სწრაფად სცილდება.

Flashback end

ჯონქუქი საწოლში წევს, შუბლზე თბილი ნაჭერი აქვს დადებული და ისევ სძინავს. როდესაც იღვიძებს ჯიმინი ზრუნავს მასზე.
ოდესმე დააფასებს ჯიმინს?

______________________________________

მუზა არ მაქვს ხოლმე და ბოდიშით, ვეღარ განვსაზღვრავ როდის დავწერ, ამისთვისაც ბოდიშს გიხდით💜🦋

𝚆𝚛𝚘𝚗𝚐 𝚙𝚕𝚊𝚌𝚎 (jikook)Where stories live. Discover now