༺35༻

250 28 29
                                    

"გლორია დეის" მთლიანი კონა ხელში ეჭირა და რაც შეეძლო სწრაფად მიდიოდა სახლისკენ რომ მისი საყვარელი ადამიანისთვის პატიება ეთხოვა, თითქოს გული სადღაც უკან რჩებოდა ისე ღელავდა ამ ფაქტზე, არასდროს ყოფილა მათი ურთიერთობა ასეთი დაძაბული ამდენი წლის განმავლობაში მაგრამ რატომღაც ყველაფერმა სხვანაირი სახე მიიღო.  "ჩვენს ქმედებებს აკონტროლებს არა ნება, არამედ ფანტაზია", განსაკუთრებით კარგად დარჩა მის გონებაში ეს სიტყვები, ახლაც ფიქრობს რომ მშვიდად მივა სახლში, იქ ჯიმინი დახვდება რომელსაც ტირილისგან შეშუპებული თვალები ექნება, ბოდიშს მოიხდის და შემდეგ იგივენაირად გაგრძელდება ყველაფერი. მაგრამ ჯანდაბა! თითქოს რაღაც შეიცვალა, თითქოს ამ ყველაფერმა ფორმალური სახე მიიღო და მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდება, ბოდიში ყველაფერს უშველის(?). თითქოს ეს ბოდიში უბრალოდ სავალდებულოა და არ აქვს სურვილი ამის გაკეთების, სიტყვები გულიდან აღარ მოდის, სიტყვებს უბრალოდ აწყობს. თავის შეცნობას დიდხანს მოუნდა და ამასობაში სახლსაც მიადგა, შუქის ნათება ყველა ოთახში იყო. ჯერ გადაწყვიტა მისი პატარა გოგონა ენახა მაგრამ ოთახში არ დახვდა, ფიქრები მაშინვე ჯიმინთან გაიქცნენ, რათქმაუნდა ის ჯიმინთან იქნება. მას ხომ ასე ძალიან უყვარს მამა. მაგრამ სახლში თითქოს რაღაც დანაკლისს გრძნობს, ყველაფერი თავის ადგილას არის მაგრამ ცხვირს არ უწვავს ხის და ვანილის მათრობელა სურნელი. მთელი სახლი მოიარა მაგრამ ადამიანის კვალი ვერ ნახა, თითქოს ყველა გაქრა. მხოლოდ ჯონქუქი შერჩა დედამიწას, უზარმაზარი სახლის შუაგულში რომ ეკლიანი ვარდებით იდგა და მრგვალ მაგიდაზე ნახევრად დაკუჭულ ფურცელს უყურებდა.
"უნდა შევწყვიტოთ", მხოლოდ ამ ორი სიტყვის შემდეგ რაღაც მწარე იგრძნო გულმკერდთან. ვარდები ხელიდან გაუცვივდა და ძირს გვამივით დავარდა. ოდნავ ჩაეღიმა, ველურად ჩაიღიმა და იქვე პატარა ჭიქაში დარჩენილი ვისკი სწრაფად მოსვა
-არა ჯიმინ- ღიმილს უმატა, ბევრს შეეშინდებოდა ამ სცენის დანახვისას, ბევრს კი გული მოუკვდებოდა
-ეს არ უნდა გექნა საყვარელო- ახლა ღიმილის მაგიერ უემოციო სახით ჯიმინის ჰუდს უმზერდა რომელიც საწოლზე მიგდებულიყო და მკაფიოდ მოდიოდა მისგან საყვარელი სურნელი.







______________________________________




𝚆𝚛𝚘𝚗𝚐 𝚙𝚕𝚊𝚌𝚎 (jikook)Where stories live. Discover now