4.

626 117 429
                                    

-მამა,-ჯონგუკი ყოფილ ბელადს წელში მოხრით მიესალმა.-რისთვის დამიბარე?-მშვიდად იკითხა ალფამ და რა წამსაც ტიუნიონმა დაჯდომის უფლება მისცა, ვერცხლის სკამზე მოთავსდა. უფროსი ალფა ასაკის მიუხედავად, შესანიშნავად გამოიყურებოდა. ცალი თვალით დაბრმავებულს მაინც არ უჭირდა ცხოვრება. მეკობრესავით მარცხენა შუბლის ყვრიმალზე ოქროთი შემკული ნაჭერი ება და ნაიარევით დაფარულ ნაკლს ასე მალავდა. ჯონგუკს კი ყველაზე მეტად ის მოსწონდა მამამისში,რომ სისასტიკის მიუხედავად, მაინც თბილი გული ჰქონდა და კიდევ ის,რომ ჯუზეს სიკვდილის შემდეგაც ისე უყვარდა ომეგა , რომ მის სილამაზეზე და სიკეთეზე ათას ამბებს უყვებოდა.

-ჯონგუკ, დღეს ბოლო დღეა. ხომ არ დაგავიწყდა?-მშვიდად იკითხა ტიუნიონმა. ალფამ თითქოს გამარჯვებულის სახე მიიღო მაშინ,როდესაც ჯონგუკის შეწუხებულ გამომეტყველებას დააკვირდა. ღიმილმა აუცმაცუნა ბებერი ტუჩები.

ჯონგუკმა იცოდა, რომ ტიუნიონს უკვე ჰყავდა ომეგას კანდიდატი ნაპოვნი,რადგანაც ეს სახეზევე ნათლად ეტყობოდა.

-დრო ხომ ხვალამდე მაქვს? დღესაც ვეცდები...

-კარგი,მაგრამ მაინც გაგაცნობ ჩემს რჩეულებს,კარგი?-ჯონგუკს სახე მოეღუშა. წარმოიდგენდა რომელიმე უბრალო,არანაირად გამორჩეულ ომეგას,რომელიც არაფერში გამოადგებოდა,გარდა სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა, რადგან უნდოდა თუ არა ჯონგუკს,ყველა ომეგა კლანში მაინც ისეთი იყო,რომ მორჩილებისა და მონობის მეტი არაფერი იცოდნენ. სიყვარულის აღქმა შორს იყო ასეთი ადამიანებისგან.

𝐘𝐈𝐍 𝐀𝐍𝐃 𝐘𝐀𝐍𝐆Where stories live. Discover now