5.

714 116 399
                                    

ომეგა თავქუდმოგლეჯილი ისე გარბოდა,რომ უკან არც იხედებოდა. იმის დრო არ ჰქონდა,რომ ხის გამოშვერილი ტოტები მოეცილებინა ან მაყვლის მსუსხავი ეკლები,რომლებიც პირდაპირ სახეში ხვდებოდა,ან ხელებს უსუსხავდა. ბოლო ენერგიაც რომ გამოეცალა სხეულიდან, მიწაზე მუხლებით ჩაიკეცა და გახშირებული სუნთქვით დაიწყო გაყინული ჰაერის ფილტვებში შეშვება.

ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა ,თუ რა გადახდა თავს. თითქოს ეს საშინელი კოშმარი იყო,რომელსაც ძლივს გამოექცა და მოულოდნელად ჩიჩეს ხრიკი რომ არ გახსენებოდა,ალბათ, ახლა მკვდარიც იქნებოდა.

-რა უნდა ვუთხრა მათ...-ამოიგმინა სასოწარკვეთილმა ომეგამ და დასერილ ხელებს შეხედა. ცარცისფერი სახე ნაკაწრებისგან ეწვოდა, თითები კი ჟოლოსფერი სისხლით შეღებვოდა.

ჯიმინმა თავს აიძულა,რომ კიდევ ერბინა და ბოლოს, როგორც იქნა, გამოქვაბულსაც მიადგა. მაგრამ ფიქრი იმაზე,უნდა ეთქვა თუ არა მათთვის,ჯერ კიდევ უღრღნიდა ტვინს.

ბოლოს გადაწყვიტა ,რომ მათთვის ყველაფერი დაემალა.

ჩიჩეს რისხვას მაინც აიცილებდა თავიდან,სხვა თუ არაფერი.

𝐘𝐈𝐍 𝐀𝐍𝐃 𝐘𝐀𝐍𝐆Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon