16.

183 35 24
                                    

SURPRISE🎀🎁

ჯიმინი დილით მუცლის ტკივილმა გამოაღვიძა. გუშინ იმდენი რამ მოხდა, ჭამა სულ გადავიწყდა. თავი დამძიმებული ჰქონდა ფიქრებით, მცირეოდენი დარდითაც, რადგან შიში ,რომელიც იზრდებოდა გულში, მთელს სხეულში ვრცელდებოდა და ომეგას მოსვენების საშუალებას არ აძლევდა. ღამითაც ბელადზე ფიქრობდა სანამ დაიძინებდა...თითქოს ჯონგუკს მისი ტვინის ყველა კუნჭულში შეეღწია და იქიდან გამოსვლას არ ნებდებოდა. რატომ იყო ასეთი უცნაური ალფა და რანაირად გრძნობდა ჯიმინი მისადმი ამდენ მიზიდულობას? ნუთუ, კანტო მართალი იყო და ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ომეგა და ალფა ერთმანეთთან არათუ ფიზიკურად, არამედ მენტალურადაც დაკავშირებულები იყვნენ და ამ კავშირის შეწყვეტა შეუძლებელი იყო. ჯიმინმა თავი მაგიდაზე ჩამოდო და ფანჯრიდან თოვლის თეთრ ფანტელებს გახედა, როგორი ნარნარა ამინდი იყო, სწორედ ისეთი , მას რომ ნადირობა უყვარდა. როგორ ახსოვს სამყარო პრობლემებისა და ამდენი ადამიანის გარეშე, უფრო წყნარი და მშვიდი, ყველანაირი დარდისა და აურზაურისგან დაცლილი, მხოლოდ ის, კანტო და ჩიჩე და მათი ცივი,მაგრამ სიყვარულით თბილი გამოქვაბული. ომეგას თვალის კუთხიდან ცრემლი გადმოუგორდა. გული და გონება მოსვენებას არ აძლევდა. სახლში ვეღარ გაჩერდებოდა, თითქოს მისი ორგანიზმი გარეთ გასვლას ითხოვდა და ომეგაც ამ სურვილს დაემორჩილა. იქამდე თბილად ჩაცმა არ დავიწყებია, დანარჩენი აღარ ედარდებოდა, არც უძილო გამომეტყველება და არეული თმები, ამ არეულ თმებთან ერთად არეული ფიქრებიც.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Sep 23 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

𝐘𝐈𝐍 𝐀𝐍𝐃 𝐘𝐀𝐍𝐆Where stories live. Discover now