10.

884 117 178
                                    

უცნაურია....ჯიმინს არც ფანჯრიდან შემოსული სხივები აღვიძებს და არც კანტოს ან ჩიჩეს ხმა. არც არავინ ანჯღრევს დილით,რომ ადგეს და საქმეს მიხედოს,რადგან ჯიმინი დღეს სრულიად სხვა სამყაროში იღვიძებს,სადაც იგივე ცხოვრებითა და რუტინით ვერ გააგრძელებს არსებობას. საწოლი რბილია. ბალიშსაც საოცარი სუნი აქვს. ისეთი,ჯიმინს რომ ჭკუას აკარგვინებს. ომეგა თვალებს ჯერ არ ახელს. არც სურვილი აქვს ამის. მხოლოდ საწოლზე წამომჯდარი ცდილობს ოდნავ გამოფხიზლდეს და საამისოდ კარგადაც იზმორება. შემდეგ ახსენდება,რომ ოთახში შეიძლება მარტო არ იყოს და სწრაფად ახელს თვალებს. გული მაშინვე აჩქარებით იწყებს ძგერას,როდესაც სააბაზანოს კარებზე მიყუდებული ალფა მას მისჩერებია და ყველაზე დიდი საშინელება, მას ტილო მხოლოდ წელზე აქვს შემოხვეული,დანარჩენი ნაწილები კი მთლიანად შიშველი მოუჩანს. დაწყებული პრესიდან, დაჭიმულ ,ნავარჯიშებ კუნთებამდე.

ჯიმინი თვალებს აიძულებს,რომ დაიხუჭონ,მაგრამ როდესაც არ ემორჩილებიან,სახეზე ხელებს იფარებს და ღრენას იწყებს.

-ნუ მიღრენ. არ მეგონა თუ გეღვიძებოდა.-ამბობს ალფა და ტანსაცმლის სწრაფად ჩაცმას იწყებს. შიგადაშიგ ომეგასკენ იხედება,რომელიც ისევ იგივენაირად ზის საწოლზე და არ ინძრევა.

𝐘𝐈𝐍 𝐀𝐍𝐃 𝐘𝐀𝐍𝐆Where stories live. Discover now