ჯოჯოხეთშიც ერთად

32 3 10
                                    

-გოგონა რომელიც ახლა გაყინულ იატაკზე ზის, და ტირის სიკვდილი უნდა, უნდა მოკვდეს, საერთოდ აღარ ნახოს არავინ, უნდა სიცოცხლე დაასრულოს, რადგან მეტი აღარ შეუძლია, აღარ უნდა იყოს ამ სამყაროში, ღმერთვისათვის მიცემული პირობის დარღვევა უნდა, მაგრამ არ აცდიან, ჯიმინმა დამაშვიდებელი გაუკეთა მას.

ზუსტად იონაზეა ნათქვამი "ყინულივით ცივი სახე, მაგრამ ვულკანივიც ცხელი გული"

საზიანო სიყვარული, მეტად საზიანო ვიდრე გგონიათ.



°სეული 11 თებერვალი 2022წელი, ფსიქიატრიული°
ჯინი-ასე არაფერი არ გამხარებია, ძალიან მიხარია, ერთი თუ ვერა მეორე მაინც მოვიშორე, გაგვიმარჯოს ნამჯუნ-ბიჭებმა ჭიქები ერთმანეთს მიუჭახუნეს და შამპანიური მოსვეს.
ნამჯუნი-დიდი ჭირი მოვიშორეთ ჯინ, მიხარია, ალბათ მალევე მოკვდება იონაც-მარჯვენა ხელმა ჩაიცინა და ჭიქიდან სითხე მოსვა.
ჯინი-იცი რა მაინტერესებს?
ნამჯუნი-გისმენ.
ჯინი-ბიჭების სიყვარული დაშვებულია?
ნამჯუნი-კი რატომ მეკითხები?
ჯინი-იმ დებილ ჯიმინს გიჟი ჯონგუკი შეუყვარდა, სასაცილოები არიან-სიცილი მორთო.
ნამჯუნი-იცი ჯინ? დიდი ხანია მინდოდა იონა მომეკლა, ძალიან იყო თავზე გასული, არ უნდა გაგეთამამებინა-ბიჭი კმაყოფილებით დაჯდა სკამზე.
ჯინი-ბედნიერი ვარ, რადგან იუნგი მოვიშორეთ, იონა კი იმდენად შეეჩვია იუნგის რომ, აუცილებლად მოიკლავს თავს-უცებ კარი შემოგლიჯა ვიღაცამ თან იარაღიც ეჭირა ხელში.
ჰოსოკი-ესეიგი შენ გააკეთე ეს არა? შენ მიეცი იონას დედას, მისი მოკვლის უფლება, ეს შენ გააკეთე ხომ?
ჯინი-დიახ ეს მე გავაკეთე და რას იზამ?-ფეხზე წამოდგა-მომკლავ?-დამაცინავად შეხედა-არამგონია ეს ცოდვა ჩაიდინო.
ჰოსოკი-აქ მუშაობა ჩემთვის დიდი ცოდვა იყო, და დიახ მოგკლავ.
ჯინი-შენს უფროსს მოკლავ, ვიღაც იონას გამო?
ჰოსოკი-ვიღაც იონა არა, ის ჩემთვის დასავითაა ბევრს ნიშნავს იონა ჩემთვის, და შენ ჩემი უფროსი აღარ ხარ, სამსახურიდან წავედი.
ჯინი-მე რატომ არაფერი არ ვიცოდი ამის შესახებ?
ჰოსოკი-არ ხარ ღირსი რამე ჩემს შესახებ იცოდე.
ნამჯუნი-ზედმეტები მოგდის  ჰოსოკ, წადი შენი ნივთები ჩაალაგე, მერე სახლი მოძებნე, მაგრამ არამგონია იპოვო, არაუშავს მერე თავი მოიკალი.
ჰოსოკი-მოკვლაზე გამახსენდა, სულ მინდოდა თქვენთვის ტვინი გამესხმევინა, ჯინ ბიძაჩემი ხარ მაგრამ ვაღიარებ დიდი სი*ი ვინმე ხარ, ოჯახი ამომიხოცე და მერე აქ დამაწყებინე მუშაობა, ეს შენი მარჯვენა ხელი კიდევ შენზე დიდი სი*ი ვინმეა ორივე სულელი ფსიქიატრები ხართ, რომელებიც სიკვდისლის მეტს არაფერს იმსახურებენ.
ნამჯუნი-რატომღა ლაპარაკობ ამდენს, თუ მოკვლას აპირებ მომკალი.
ჯინი-ვერ მომკლავ, ამის ძალა არ შეგწევს, ან თუ შეგწევს შენს წინ ვდგავარ და მესროლე, მიდიი ნაგავოო მესროლეე, მოსიარულე მკვდარი ხარ-სიცილი დაიწყო, ეგონა არ ესროდა, ეგონა გამბედაობა არ ეყოფოდა, მისთვის ჰოსოკი ყოველთვის უსუსური 18 წლის ბიჭი იყო, მას არ ეყოფოდა გამბედაობა, ის სულელი ბიჭი იყო, ყოველთვის დაუცველი იყო, ბიჭი რომელსაც სულ სხვოსი დახმარება სჭირდებოდა, ის ბიჭი შეცვალა, 18 წლის ჯონ ჰოსოკი აღარ არის უსუსური, ის ძლიერი ბიჭია, ბიჭი რომლიც კაცს მოკლავს საყვარელი ადამიანების გამო.
ჰოსოკი-ბიძაჩემო შენ გგონია ამას ვერ გავაკეთებ? გგონია ისევ ისეთი უსუსური ვარ? ჩემთვის ყურადღება რომ მოგექცია, გეცოდინებოდა როგორ ადამიანიც გავხდი-სასხლეტს თითი გამოჰკრა და დამაყურუებელი ხმა გაისმა ფსიქიატრიულში, ფსიქიატრიულის უფროსი კიმ სოკჯინი მოწყევტით დაეცა, მას მისი მარჯვენა ხელი მივარდა კედელთან მიაჯინა, ისტერიკული ტირილი დაიწყო, გლოვობდა თავის სიყვარულს.
ნამჯუნი-ჰოსოკ ეს რატომ გააკეთე? ბიძაშენი იყო, როგორ გააკეთე, ის გივლიდა, სამსახური გიშოვა და გაგზარდა.
ჰოსოკი-იმ დროს არ იფიქრა ბიძაჩემი, რომ იყო როდესაც მშობლები ამომიხოცა? არ იმსხურებს? შენ მასზე უარესს იმსახურებ დამპალო-თვალის დაუხამხამებლად ესროლა მასაც და ოთახიდან გავიდა.

ახლა ორი სხეული, ერთმანეთის გვერდით იჯდა და სისხლისგან იცლებოდნენ, ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ.
ჯინი-გახსოვს ნამჯუნ, რომ გკითხე ბიჭების სიყვარული დაშვებულია თუ არათქო?
ნამჯუნი-კი ჯინ, მახოვს.
ჯინი-სინამდვილეში ჩვენზე გკითხე, მიყვარხარ კიმ ნამჯუნ.
ნამჯუნი-მეც მიყვარხარ კიმ სოკჯინ.
ჯინი-ბოდიში რომ ჩემს გამო აღმოჩნდი ასეთ მდგომარეობაში.
ნამჯუნი-ჯინ იცი ახლა სისხლისგან ვიცლებით ორივე, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, შენთან ერთად ვიქნები იქაც, ჯოჯოხეთში-თქვა და მათი ტუჩები შეაერთა, ორი სხეული ერთმანეთზე ჩახუტებული კედელთან იჯდნენ და სისხლისგან იცლებოდნენ, როდესაც ერთმა დახუჭა სამუდამოდ თვალები, მეორემაც დახუჭა, ცოტახანში კი ორივემ სამუდამოდ მისთვლიმა.
°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°


-არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცოდვა არ აქვს ჩადენილი, არ არსებობს ადამიანი რომელიც სხვას აბსოლიტურად სცემს პატივს, არ არსებობს ადამიანი რომელშიც მონსტრი არ ცხოვრობს, ყველას გაგვაჩნია საკუთარი თავის მონსტრი რომელსაც არ ვიცნობთ, ყველას გაგვაჩნია რაღაც გრძნობა რომელიც არავინ არ იცის, ყველას გვაქვს რაღაც საიდუმლო რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ჩვენთან დარჩება გულში, ყველას გვაქვს რაღაც ტკივილი რის გამოც, ზოგი ვხდებით გიჟები, მონსტრები, ზოგი საკუთარ თავში ვიკეტებით, ზოგი თავს იკლავს, ზოგიც კიდევ მხიარულები ვხდებით, რომ ეს ყველაფერიდ დავივიწყოთ, ბევრი ისეთი ხდება საკუთარი ტკივილის გამო სხვასაც აყენებს ტკივილს, მაგრამ ჯინი ასეთი არ იყო, თავიდანვე უდარდელი ცხოვრება ჰქონდა, რატომ მოკლა თავისი დის ოჯახი? რატომ დატოვა მხოლოდ დის შვილი ცოცხალი? და რატომ გახდა ამის შემდეგ ფსიქოლოგი? მოდი ამას პასუხს გაუცემლად დავტოვებ და შემდეგ თქვენ იმსჯელეთ.

წარმოიდგინეთ რა დღეშია ახლა იონა, გოგო რომელმაც საყვარელი ადამიანი კიდევ ერთხელ დაკარგა, მისთვის ახლა ყველაფერი მართლა სულ ერთია, უნდა მოკვდეს, უნდა აღარ იცხოვროს, ისიც არ იცის იუნგი ცოცხალია თუ არა არაფერს ეუბნებიან.

რა დღეშია ახალ ჰოსოკი, რომელიც ჩუმად ტირის, მშობლების ფოტოს უყურებს და ტირის, შური იძია და მკვლელი საკუთარი ხელითვე მოკლა, მაგრამ რა ატირებს მას?

რა მიხდება მომავალში?

ასმერვე პაციენტიWhere stories live. Discover now