თავი2

14 1 0
                                    

    მაბედნიერებს როგორ ვოცნებობ,ვოცნებობ ისეთ რამეზე რაც ვიცი რომ არასდროს მოხდება.
მაგრამ კარგია ეს რაღაც სხვანაირი გრძნობაა გრძნობ რომ ბედნიერი ხარ,ხარ ისეთი როგორიც გინდა იყო.
  შენს ოცნებებში შეგიძლია ადამიანები შეცვალო მათი დამოკიდებულება შენს მიმართ,გაბედნიერებს ეს მაგრამ როდესაც გახსენდება რომ ეს არასდროს არ მოხდება წუხარ იმაზე, რომ ისე არაა ცხოვრება როგორც შენს ოცნებებში.
  ჩემს ოცნებებში ადამიანები ბედნიერები არიან,ყველას აქვს იმის საშუალება რომ აიხდინონ ოცნება, მათ შორის მეც.
მოდით ოცნებაზე საუბარს შევეშვათ და რეალურ სამყაროს დავუბრუნდეთ. დარწმუნებული ვარ რომ ყველასთვის არ არის ეს ცხოვრება იოლი ყველას რაღაც უჭირს რაღაც პრობლემა აქვს.
     იცით როდის ვარ ბედნიერი  როცა ვიცი რომ არსებობს ადამიანი რომელსაც ვუყვარვარ რომელსაც არ გავიწყდები რომელსაც შეუძლია ჩემი პრობლემების მოსმენა და შეუძლია ამის მოგვარება.
   მეც მიკვირს მაგრამ მყავს ასეთი ადამიანი,ადამიანი რომელიც ძალიან შემიყვარს ის ჩემი საუკეთესო მეგობარიც კი გახდა. მაგრამ სამწუხაროდ ჯერ არ მყავს ნანახი იმედია მალე ვნახავ,მასზე თბილი, მოსიყვარულე, და გამგები ადამიანი ჯერ არ შემხვედრია ადამიანი რომელსაც არ კიდია თუ როგორ ხარ, რას შვები, რა მოხდა დღეს, ვინმემ ხომ არ გამაბრაზა ამ ადამიანთან თავს მშვიდად ვგრძნობ მგონია რომ გვერდით მყავს ის ვინც სულ დამიცავს და ვიცი რომ ეგრე იქნება.
  ცხოვრებაში ბევრი რამე მწყინს მაგრამ ამას არ ვამბობ. ბევრ რამეზე მტკივა გული მაგრამ ჩუმად ვარ, არ მინდა რომ ვინმე ზედმეტად შევაწუხო.
  ერთ დღეს ცხოვრებაში პირველად დავლიე და დავთვერი, მახსოვს ყველაფერი თუ როგორ მოვყევი ის როგორ ვიყავი იმ წამს მაგრამ გული კიდევ ერთხელ მატკინეს.
როცა ვთქვი რა მაწუხებდა, როცა ვთქვი რომ ყველა დამცინოდა,
როცა ვთქვი რომ მჭირდებოდა ადამიანი ვინც გვერდში დამიდგებოდა იცით რა მოხდა?!
დამნაშავე გამოვედი რომ მოვყევი ყველაფერი მაგრამ ეხლა ეგ არ მადარდებს იმიტომ რომ მომეშვა, ძალიან მომეშვა როცა ყველა ჩემი სადარდებელი გულიდან ამოვიღე თითქოს მძიმე ლოდი მომეხსნა გულიდან, მაგრამ ამავდროულად გაჩნდა მეორე სადარდებელი, ცხოვრებაში პირველად გამოვხატე ჩემი ემოციები რეალურად მაგრამ ეს ცუდად დამთავრდა, ყველა მე მეჩხუბა, მომინდა მოვმკვდარიყავი მაგრამ არ მოვკვდი, მაშინ ვთქვი რომ ცხოვრებაში ჩემს ნამდვილ სახეს არ გამოვაჩემდი და ვიქნებოდი მუდამ მხიარული როგორც არ უნდა მტკენოდს გული როგორც არ უნდა მკლავდეს ის გრძნობა რომ ვერავის ვერ ვუყვები ვერაფერს, როგორი აუტანელიც არ უნდა ყოფილიყო ეს უნდა ანეტანა რადგანაც მერე ცუდად დამთავრდებოდა.
ხშირად ვხვდები რომ ზედმეტი ვარ არავინ არ იცის თუ რატომ ვარ აბანოში დიდი ხანი, რეალური მიზეზი ის არის რომ ვტირი ვარ ყველასგან მალულად, ვტირი იმ ჩემს პრობლემებზე რომლების სულ თავს მახსენებენ და მიშლიან ცხოვრების გაგრძელებაში ხელს.
     მყავდა ადამიანი ცხოვრებაში რომლის გარეშე ვერ ვძლებდი მას ვუყვებოდი ყველაფერს რასაც ჩემს თავსაც ვერ ვეუბნებოდი, მაგრამ ეს ადამიანი გაქრა ჩემი ცხოვრებიდან .
მენატრება, მხოლოდ მას შეეძლო ჩემი მოსმენა და გაგება, მხოლოდ ის მეუბნებოდა რომ ყველაფერი მოგვარდებოდა, მხოლოდ ის იყო ჩემს გვერდში როდესაც ძალიან მიჭირდა და სხვებმა ამის შესახებ არ იცოდა, ის ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო ადამიანი იყო, არის და იქნება. მასთან მაქვს საუკეთესო დრო გატარებული მასთან ერთად ვტიროდი და ვიცინოდი ეხლა კი ვეღარც ველაპარაკები.
დედაჩემი ისე მექცევა თითქოს მისი შვილი არ ვიყო ძმებიც ეგრე არიან ყველას ფეხებზე ვკიდივარ მინდა მოვკვდე მაგრამ არ ვკვდები.
თქვენ არ იცით რამდენჯერ მითხოვია ღმერთისთვის რომ მოვეკალი და დაემთავრებინა ეს წყეული ცხოვრება მაგრამ არა, არადა არ ვკვდები.
მხოლოდ ერთი რამ მრჩება ოცნება რომელსაც შეუძლია ცოტათი მაინც შემიმსუბუქოს ცხოვრება, არავინ არ იცის ლეარულად ჩემი პრობლემები და ვერც ვერასდროს გაიგებენ.

უსათაუროდWhere stories live. Discover now