chapter 7

2K 106 18
                                    

წვეულება სადაც კიმი იმყოფებოდა მშვიდად მიმდინარეობდა. თეჰიონი ჭიქა ღვინოს შეექცეოდა და მისთვის ნაცნობ ხალხს დიალოგში ერთვებოდა. ყალბ ღიმილს იკრავდა სახეზე ყველას დასანახად, და მოკრძალებით ესალმებოდა თითოეულ მათგანს.

შუა საუბარში იყო როცა შეამჩნია რომ სარა მასთან ახლოს აღარ იყო, შეუმჩნეულად დაიწყო გოგოს მოძებნა თუმცა უშედეგოდ ის არსად არ ჩანდა.

მამაკაცმა უხეშად ამოიხვნეშა მის ჭიქაში არსებული ალკოჰოლი ერთიანად გადაკრა და იმ ბრბოს სადაც თვითონ იმყოფებოდა გაეცალა.

-ამის დედაც სარა, სად ჯანდაბაში ხარ! გიპოვი და მწარედ დაგსჯი!

თეჰიონმა სიტყვები მძიმედ და გაბრაზებით წარმოთქვა. სიბრაზისგან სახეზე სულ აწითლდა თუმცა ცდილობდა რომ ეს არავის შეემჩნია.

კიმი კვლავ იმის ფიქრში იყო თუ სად იყო სარა, როცა მობილურზე შეტყობინების ხმა გაისმა, მამაკაცმა ყურადღება არ მიაქცია, თუმცა ტელეფონი გაუთავებლად გამოსცემდა ხმებს.

გაბრაზებით ამოიღო ჯიბიდან მობილური და ეკრანს დახედა, უცნობი ნომრიდან რამდენიმე შეტყობინება იყო მოსული. ტელეფონის გახსნისთანავე დაინახა სარას ფოტო რომელიც გულწასული იყო მიბმული სკამზე. ფოტოს ქვემოთ კი პატარა ტექსტი ჰქონდა დართული

-შენი გოგო ჩემთანაა, შეგიძლია არ ინერვიულო კარგად გავუფრთხილდები, მენდე!

-ამის დედაც ვინ ჯანდაბა ხარ!

ხმამაღლა მკაცრად წარმოთქვა სიტყვები და მანქნისკენ წავიდა.

მთელი სისწრაფით მართავდა თეჰიონი საჭეს. კონტროლი სულ დაჰკარგვოდა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა თუ ვინ იყო ის ნაბი*ვარი რომელმაც გაბედა და მის საკუთრებას შეეხო.

მისი სახლის წინ მანქანა მთელი სისწრაფით შემოვარდა. კიმმა კარი ისე სწრაფად გააღო იქ მისულ დაცვასაც კი არ ადროვა გაეღო.

ბნელი მხარე🔞(DARK SIDE)🔞Where stories live. Discover now