chapter 10

1.8K 111 17
                                    

სარა უკვე ეგუებოდა მის ახალ ცხოვრებას. ყოველი დღე ერთიდაიგივე იყო მისთვის უნივერსიტეტი, სამსახური და სახლი. საკუთარი თავისთვის დროც კი არ რჩებოდა, თუმცა იქნებ ეს კარგიც ყოფილიყო მისთვის რადგან საკუთარ თავთან განმარტოვებისას თეჰიონთან გატარებული დრო აღარ გაახსენდებოდა და გული კვლავ არ ეტკინებოდა.

ახალმა სამსახურმა გოგო სრულიად გამოფიტა. ძნელი იყო ამ პატარა გოგოსთვის ამდენი რამ, თუმცა ის მაინც ცდილობდა ყველაფრისთვის თავი გაერთვა.

დამღლელი დღის შემდეგ გოგო თავის საწოლში იწვა და მშვიდად ფშინავდა. ხმალაღალმა ზარმა სარა ტკბილი ძილიდან გამოიყვანა და გამოაფხიზლა.
გოგომ ზანტად აიღო მობილურ და უცნობის საუბარა დაელოდა

-სარა? ჩემი გესმის?

ეს სწორედ რომ ის ხმა იყო რომლის გაგონებაც ახლა ყველაზე მეტად არ უნდოდა.

-დიახ ქალბატონო - სარა საწოლიდან სწრაფად წამოდგა და ნამძინარევი, ჩახრეწილი ხმა გამოისწორა

-დღეს საღამოს დიდი წვეულებაა ამიტომ ნახევარ საათში აქ გაჩნდი! ბევრი დრო არ გვაქვს!

გოგო იმდენად იყო მოწყვეტილი აქაურობას რომ მისი სხეულიც კი მას არ ეკუთვნოდა. ახლა მხოლოდ სიწყნარეში ყოფნა და მშვიდი ძილი სჭირდებოდა, თუმცა ეს სამსახური მისთვის მნიშვნელოვანი იყო ამიტომ სხვა გზა გარდა იმისა რომ იქ წასულიყო არ ჰქონდა.

***
წვეულება უკვე იწყებოდა, მაღალი საზოგადოება თავს თანდათან ერთად იყრიდა.
ქალები რომლებსაც ცხვირი წინ წაებუზათ თავიანთ პარტნიორებთან ერთად ამაყად მოაბიჯდებდნენ.

სარა მაგიდებს შორის დადიოდა და სტუმრებს ძვირადღირებულ სამელს სთავაზობდა.

-ჰეი შენ! სასმელი აი იქ ჩვენს მაგიდასთან მოიტანე უკვე დიდი ხანია გელოდები! - მაღალი ქალი სარას მოულოდნელად წინ აეტუზა.

ნეტავ განახათ როგორი შესახედი იყო, აშკარად ჩანდა რომ მამიკოს გათამამებული გოგო იყო და მხოლოდ ამით ეჭირა თავი მაღლა.

ბნელი მხარე🔞(DARK SIDE)🔞Where stories live. Discover now