chapter 9

1.8K 117 11
                                    

სარა თეჰიონის ტყვეობიდან საბოლოოდ გათავისუფლდა. ის დაუბრუნდა მის ძველ ცხოვრებას და ჩვეულ რიტმს თუმცა იყო ეს ის რასაც სარა ნატრობდა? შეძლებდა რომ გაეგრძელებინა ცხოვრება ისევ იმ ფურცლიდან სადაც გაჩერდა? რა თქმა უნდა არა!

მისი ცხოვრება თეჰიონთან ყოფნის დროს სრულიად გადატრიალდა. ის აღარ იყო ჩვეულებრივი გოგო რომელიც თავის გადარჩენისთვის ბრძოლობდა. იმ წვეულების შემდეგ სარას ყველა იცნობდა როგორც თეჰიონის ქალს.

მართალია როცა ასეთი საშიში მამაკაცის საკუთრებად ჩაგთვლიან არ უნდა გეშინოდეს რადგან ვერავინ გაბედავს შენთან მოახლოებას, თუმცა არა, სარას ჰქონდა მიზეზი ნერვიულობის და შიშის. მას იუნგისთან გატარებული ის ერთი დღეც ეკმაყარა იმისთვის რომ დანარჩენი დღეები კოშმარად გაეტარებინა.

თეჰიონთან სარა თავს დაცულად გრძნობდა. საკმარისი იყო კიმის მკლავებში მოქცეულიყო და მისი ღრმა სუნთქვა გაეგო რომ მას ყველა სტრესი მაშინვე ავიწყდებოდა, თუმცა ახლა როცა თეჰიონისგან მოშორებითაა თავის დაცვა გაუჭირდება. ის აღარ არის დაცული იუნგის კლანჭებიდან.

ამ პრობლემებისგან ცოტა ხნით მაინც თავის დასაღწევათ იდეალური გამოსავალი უნივერსიტეტში დაბრუნება და ცხოვრების რიტმზე ფეხის აყოლა იყო. მხოლოდ ეს თუ დაეხმარებოდა გოგოს რეალობისგან მოსაწყვეტად.

სახლში დაბრუნებიდან მეორე დღესვე სარა უნივერსიტეტში წავიდა. ჩვეულ დროზე უფრო ადრე ადგა და არჩია უნივერსიტეტამდე გზა ფეხით გაევლო.

სახლიდან გასვლისთანავე მხურვალე მზის სხივის ტალღები სახეზე მოეფინა და მისი თეთრი ქათქათა სახე ოდნავ აუწვა. გოგომ თვალებზე ხელი აიფარა ნაზად ჩაიღიმა და ვიწრო ქუჩებს გაუდგა.
ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდა გზას და ყველა დეტალს გულისყურით ათვალიერებდა.

თავისუფლებით ტკობით აღსავსე ოცი წუთიც მალევე მიიწურდა და გოგო მისი უნივერსიტეტის შესასვლელთან აღმოჩნდა.
იქ მისულს ფეხები უკვე აღარ ემორჩილებოდა. უნდოდა ნაბიჯი გადაედგა თუმცა ამაოდ, თითქოს მისი სხეული რაღაც მაგნიტმა მიიზიდა და უფლებას არ აძლევდა განძრეულიყო.

ბნელი მხარე🔞(DARK SIDE)🔞Where stories live. Discover now