Chapter 14

1K 80 22
                                    

მაშინ როცა მინ იუნგიმ მისი ეგო დაიკმაყოფილა უსაზღვორდ დიდ ძალაუფლებას გრძნობდა. მან თითქოს ის გამოფატრული ნაწილი აღიდგინა და სიცოცხლის ტკბობის საშუალება თავიდან მიანიჭა საკუთარ თავს.
_მე მას პირობა მივეცი რომ მის არცერთ სისხლის წვეთს არ შევარჩენდი!
ჩუმად წარმოთქვა სიტყვები და იარაღი პიჯაკში ჩაიდო. კვლავ დახედა სარას იატაკზე გართხმულ სხეულს და იქაურობა დატოვა.
თეჰიონს წარმოდგენაც არ ჰქონდა იმაზე რაც წინ ელოდა, მანქანაში იჯდა და საყვარელი ქალის მონატრებული სხეულისკენ სწრაფად მიიწევდა.
თეჰიონისთვის ყოველდღიური სტრესის მოხსნისთვის საკმარისი იყო სარა ხელებში მოექცია, რბილ ტუჩებს დასცხრომოდა და საუკუნოდ ეგრძნო მისი სურნელი.

სარას სახლთან მალევე გაჩერდა მანქანა, თეჰიონი უხმაუროდ გადმოვიდა და იქაურობას თვალი მოავლო. სახლიდან მხოლოდ ერთ ოთახში მოჩანდა შუქი. ჩაიღიმა, იცოდა რომ გოგო მას ელოდებოდა, სწრაფი ნაბიჯებით გაემართა სახლისაკენ და კარები შეაღო, თუმცა იმის მაგივრად რომ ეგრძნო კისერზე სარას ხელები, რომელიც მთელი ძალით მიიხუტებდა მას დაინახა სხეული, რომელიც ძირს უსიცოცხლოდ ეგდო, მის ირგვლივ კი სისხლის გუბე იდგა.
_არაა,არაა! გთხოვ ოღონდ ეს არა! _ისტერიულად დაიწყო ხმააკანკალებულმა ყვირილი და გოგოს სხეულს მივარდა.
_გთხოვ მითხარი რომ ჩემი გესმის! _ თეჰიონს გოგოს სახე ხელებში ჰქონდა მოქცეული და ბოლო ხმაზე ევედრებოდა გამოფხიზლებულიყო, რომ ისევ გაეხილა თვალები და მომღიმარს მხოლოდ თეჰიონისთვის ეცქირა, მაგრამ არა, სარას მაშინ არც თეჰიონის ესმოდა და ვერც მის შეხებას გრძნობდა.
_იცოდე არ მოგცემ უფლებას წახვიდე და ამ სიბინძურეში მარტო დამტოვო! _თეჰიონი სარას სახეს კოცნიდა, მის გაციებულ ტუჩებს და ხელებს, თუმცა ამაოდ.
_რატომ ხარ ასეთი ცივი?_ჩუმად ამოილაპარაკა ძირს გართხუმა და სარას ხელზე კვლავ აკოცა. _რატომ ვერ შევძელი დამეცავი? რატომ ვერ შევძელი რომ კიდევ ბევრჯერ მეთქვა შენთვის თუ როგორ მიყვარდი, რატომ!
თეჰიონის გამწარებულ მოთქმას ტელეფონის ხმამაღალი ზარიც თან დაერთო რომელიც მასთან ახლოს ეგდო. ტელეფონი აკანკალებულმა ძლივსღა აიღო,  და საუბარს დაელოდა.
_ ვწუხვარ რომ სამიზნედ ის ამოვირჩიე!
_მინ იუნგი!
ხმამაღლა დაიღრიალა თეჰიონმა და ტელეფონი კედელს მიანარცხა. ამ სიტყვებმა  კი თეჰიონში ის კაცი გააღვიძა რომელიც სარამ მასში ღრმად ჩამარხა. იუნგიმ ის კაცი დააბრუნდა რომელიც ყველასთვის ავის მომასწავლებელი იყო!

ბნელი მხარე🔞(DARK SIDE)🔞Where stories live. Discover now