[1]

1.3K 108 41
                                    

თუ მოგეწონებათ ახალ თავს დღესვე ან ხვალ დილით ავტვირთავ... 😃

პირველად ვწერ ალფა-ომეგაზე ;დდ

ვაპირებდი ცოტა ტრაგიკული ყოფილიყო და სასაცილო შემომეწერა ;დდდდ

*****

ათ წლამდე ჩემი მშობლების წყალობით  ქალაქიდან ქალაქში დავეხეტებოდით და საცხოვრებელს ყოველ წელს ვიცვლიდით. არ ვიცი რა მიზეზით და ნაკლებად მაინტერესებდა. უფრო ის მაწუხებდა, რომ ვერსად ვასწრებდი მეგობრების გაჩენას. ამიტომ წარმოსახვითი მეგობრები იყო თითქოს გამოსავალი, მაგრამ მანდაც ისაა, რომ არ მქონდა მაინცდამაინც სასიქადულო ფანტაზიის უნარი. ეგ კი არადა, მაქსიმუმ ორ წარმოსახვით მეგობარს ქაჩავდა ჩემი ტვინი.

ერთს "შავკურტკიანი ჯარეტი" ერქვა და მეორეს კი _ რკინის ბიზონი. ეს შავკურტკიანი ჯარეტი გვიან გაჩნდა, "გოსთ რაიდერის" ნახვის მერე. როცა ჩემში ნიკოლას ქეიჯმა თავისი კვალი ღრმად დატოვა. მე და რკინის ბიზონი ეზოში ვისხედით, როცა პირველად გადმოახტა ჯარეტი ბუჩქებს მოტოციკლეტით, ირგვლივ მიმოღვარა მაზუთი, დაანთო ცეცხლის პენტაგრამები და დააფრთხო ხეზე ჩიტები.

წარმოსახვითი რო ხარ და ნამდვილი ჩიტების დააფრთხობა შეგიძლია ხო უკვე ხვდები, რა დონეზე მაგარი იყო? უბრალოდ ის იყო საკითხავი, ბიზონი და ჯარეტი ერთმანეთს როგორ შეეცხოვრებოდნენ ამ ნახევარკვირიან წარმოსახვაში.

თავიდან ყველაფერი გადასარევად მიდიოდა. მანქანაში, რომ ვიჯექი ჯარეტი იყო ის ალფა, სახურავებს რომ ახტებოდა ფანჯარაში. ბიზონი კი იღლიაში ჰყავდა ამოდებული ან ჯიბეში ესვა. მაგრამ ერთხელ ჯარეტი მოტოციკლეტით მაღალი კორპუსის კედელზე, რომ ცდილობდა ასვლას ნახევრამდე ააღწია მხოლოდ. მერე ჩამოცვივდა და დაიფშვნა ცოტა ხანი.

ჭეშმარიტიWhere stories live. Discover now