[4]

595 86 66
                                    

(ეს საკმაოდ დიდი თავი გამოვიდა 🤝

წინა კომენტარებს გადავხედე და მაარტო "შემდეგი.. შემდეგი" რატო წერია? ;დდდ

ანუ ისე ჩაიკითხეთ სამივე თავი, რომ რეაქცია არცერთ მომენტზე არ გქონდათ რამე აზრი, რომ  დაგეფიქსირებინათ? 😃😃)

^^^^^^

ჩვენი მუდმივი მიგრაციის გამო ძალიან ნევროზული ბავშვი გავხდი. ახალ სკოლაში, რომ მიმიყვანეს, ჩემს გარშემო ყველა დარბოდა, მხიარულობდა, იცინოდა, მე კიდევ კლასში ვიჯექი მერხთან მიწებებული.

ერთხელაც მასწავლებელი მოვიდა ჩემთან და მეუბნება: "ჯიმინ, არ გინდა სკოლა დაათვალიერო ან გაისეირნო?" მეც ავდექი და გავედი. ტვინმა მაშინვე დამიწყო "აჰა, შენი პირველი შენიშვნაც, უკვე არასწორად მოიქეცი, რას იჯექი იმდენი ხანი? და ახლა რამდენი ნაბიჯი გადადგი, ჩვიდმეტი? იქნებ 17 ძალიან ბევრია და ახლა უკან უნდა წახვიდე? მაგრამ ეგრე ხომ უფრო მეტი ნაბიჯი გამოვა?" მაშინ აზრზე არ ვიყავი არითმეტიკა როგორ მუშაობდა და ეგ ალიაქოთი მიტრიალებდა თავში, როცა შუა კორიდორში ვიდექი გაშეშებული.

უცებ ორმა ბავშვმა მოირბინეს ჩემთან და მკითხეს "აბა, შენი საყვარელი ფერი რომელიაო" მეთქი ახლა სწორი პასუხი უნდა ვთქვა, მეკითხებიან ანუ იციან და თუ იისფერს ვიტყვი შეიძლება არასწორი იყოს და თუ არასწორი იქნება, მეორე შანსიც აღარ მექნება, ერთი შეცდომა უკვე დავუშვი, როცა მასწავლებელმა შენიშვნა მომცა. ამიტომ ლიმიტი ამომეწურა და ზუსტად უნდა გამერტყა, იქნებ გამომეცნო. საკუთარ თავს ვამხნევებდი. "არ გაფუჭდე, არ დანებდე ჯიმინ, ლურჯი თქვი. მიდი, ლურჯი იქნება"

ჭეშმარიტიWhere stories live. Discover now