[2]

624 87 42
                                    

ანუუუ!!!

სად არისსს ქომენთარრებიიი!??!!!

#####

ხშირად მეფიქრება ხოლმე ჩვენი მეხსიერება ასე ძალიან უცნაურად რატომ მუშაობს? იმიტომ, რომ მაქსიმუმ ბოლო ორი წელია რაც ჩემი თავი უწყვეტად მახსოვს, იმის იქით კი რაღაც მოგონებების ფრაგმენტული ნაგლეჯებია.

არა, რა თქმა უნდა, ბავშვობიდანაც მახსოვს რაღაცები, მაგალითად ძაღლმა მიკბინა, გიტარა მაჩუქეს, სხვა სახლში გადავედით, მერე ისევ სხვაგან და ისევ სხვაგან, ეგეთი რაღაცები ბევრია, მაგრამ დანარჩენი უმნიშვნელო მომენტებიც ხომ ვიცხოვრე?

მივდიოდი ქუჩაში და ვფიქრობდი, რომ ერთ წელში კონკრეტულად ეს ქუჩაში სიარული აღარ მექნება შენარჩუნებული. მემახსოვრება ჩემი ბიძაშვილის ქორწილი პრაღაში, კიბიდან როგორ დავგორდი პირველად, რომ დავლიე, მემახსოვრება მამაჩემმა კვლავ როგორ სცადა ვიღაც თანამშრომლის ვაჟის შემოსაღება. მაგრამ აი, ეს წამი არა. ამიტომ ზუსტად ვიცოდი, რომ კიდევ ერთ თვეში ჩემი შავქურთუკიანი ჯარეტის ამბავიც დავიწყებას მიეცემოდა და ის პირობაც, რომელიც ალფებზე დავდე მასთან განშორების შემდეგ.

ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი კვირა მიილია ასე უაზროდ. ყოველგვარი აყალ-მაყალის, მუშტი-კრივის,  თავგადასავლებისა და დასამახსოვრებელი მომენტების გარეშე. თუმცა ჩემი და იუნგის ურთიერთობა საგრძნობლად შეიცვალა. ეს ყინულის პრინცი თავისი ნებით გალხვა ყოველგვარი მცდელობების გარეშე. მაგრამ მაინც ინარჩუნებდა კლასში გულგრილი ლედის წოდებას. უბრალოებით ის ნამდვილად არ გამოირჩეოდა. შეძლებული ოჯახიდან იყო, არც მე ვიყავი ღარიბი, უბრალოდ ბრენდებზე არასდროს გვისაუბრია და ესეც საკმარისი იყო, რომ ნორმალური ურთიერთობა ჩამოგვეყალიბებინა. ფულით არც ის ტრაბახობდა, მაგრამ რა საჭირო იყო ამის გაკეთება, როცა მხოლოდ მაჯაზე გადაკრული ტყავის საათითაც მიხვდებიდით მის წარმომავლიბას.

ჭეშმარიტიWhere stories live. Discover now