[6]

692 79 32
                                    

ბავშვობიდან სულ მქონდა თავში იდეა, რომ დადგებოდა დრო, როცა თავად დავაგროვებდი საკმარის ფულს, დავდგებლდი ფეხზე, საკუთარი სახსრებით ცალკე გადავიდოდი საცხოვრებლად და აი, მერე უკვე მექნებოდა იმის ფუფუნება, რომ ჩემს სულიერ სიმშვიდეზე მეზრუნა.

წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ მივდიოდი იოგის ან მედიტაციის წრეებზე, იქ მხვდებოდა ვინმე უკიდურესად უშფოთველი ტიპი და მასწავლიდა, როგორ დამეძლია ცხოვრებისეული შიშები და შფოთვა. მერე კი, როცა რამე სერიოზული წნეხი მექნებოდა ცხოვრებაში, დავჯდებოდი ოციოდე წუთი ჩუმად და წნეხსაც გავუმკლავდებიდი.

ასე მეგონა სულ და რაღაც ეტაპზე, როცა უკვე ვფიქრობდი, რომ ეს მჭირდებოდა მამაჩემმა დაიჟინა რამე უფრო სასარგებლო წრე ამერჩია, ვიდრე რაღაც მედიტაცია  სულით ავადმყოფელივით. თუმცა საბოლოოდ, ჩემი მაინც გავიტანე და სამი თვე უწყვეტად ვიარე მედიტაციის გაკვეთილებზე.

როცა რაღაცა ტექნიკები ავითვისე და შევისწავლე რაც მინდოდა, როცა ვისწავლე როგორ ჩამეწყნარებინა სტრესი მიხაროდა, რომ მეთქი აწი ყველაფრისთვის ვიყავი მზად.

მაგრამ მეორე გავიაზრე, რომ მოვტყუვდი. მივხვდი, რომ თურმე ჯერ საინტერესო ცხოვრება უნდა მქონოდა, რამეში გამეყო თავი, მეხლაფორთა, ფსიქოლოგიური ნაკაწრები მიმეღო და უკვე მერე მეძია სულიერი სიმშვიდე.

აქამდე ათამდე სკოლა მაინც გამოვიცვალე და მხოლოდ აქ აღმოვაჩინე ჩემი ცხოვრება რამდენად მოსაწყენი და ერფეროვანი ყოფილა. ახლა კი ჯონგუკის წყალობით ყველაფერი ამერიკულ მთებს დაემსგავსა. მისი სუნთქვაც კი გულ-მუცელს მიტრიალებდა. ეს რაღაც სიგიჟე იყო. რა სისულელეა. ვერ ვიგებ, რატომ გადაწყვიტა ბედისწერამ, ჩვენს ნაცვლად, ორი სრულიად განსხვავებილი ადამაინების ერთმანეთთან დაკავშირება. ეს სადიზმია. იქნებ არ მინდა. იქნებ არ შემიყვარდეს. იქნებ.. იქნებ არასდროს გაჩნდეს ჩვენ შორის ამ დაწყევლილი ქიმიისა და ცხოველური ჟინის გარდა არაფერი. მე კი ნამდვილი ემოციები მჭირდებოდა. ნამდვილი გრძნობა. ნამდვილი სურვილი და არა ავადმყოფური ვნება და მიჯაჭვულობა უცნობ ბიჭზე, რომელიც არ მიცნობს, რომელმაც არაფერი იცის ჩემზე, რომელსაც არ შეუძლია მიიღოს პასუხად "არა".  არ მინდა იმ ყავლგასული ტრადიციების მსხვერპლი გავხდე, რომლსაც "ჭეშმარიტობა" ქადაგებს.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jul 24, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ჭეშმარიტიWhere stories live. Discover now