[5]

724 85 35
                                    

😃😃😃☀️☀️☀️

^^^^^

მეორე კლასში ვიყავი ისევ ახალ სკოლაში, რომ გადამიყვანეს. კლასში შესვლისთანავე შემომეხვივნენ ბავშვები და დაკითხვა დამიწყეს "რა გქვია?" "რამდენი წლისა ხარ?" -მეც ვპასუხობდი.

-და შენი საყვარელი ფერი რომელია?
-ლურჯი. - ვეუბნები და უცებ კლასში სიჩუმე ვარდება.
-რას ქვია ლურჯი?! - მესმის ხმა ოთახის ბოლოდან. ჯერ ვერ ვხვდები რა ხდება. ბავშვები იწევიან აქეთ-იქით და ვხედავ ომეგას. მაშინ არ ვიცნობდი ჯერ სახელით. გოგონას ქერა თმა ჰქონდა და ულამაზესი კაბა ეცვა. მრისხანედ მიყურებდა. -რას ქვია ლურჯი. - გამიმეორა კითხვა და სანამ რამეს ვუპასუხებდი, ჩემს წინ გაჩნდა, პირდაპირ სახეზე მაკვირდებოდა.

-იცი რას გეტყვი ცუგრუმელა?!ძალიან ცდები თუ გგონია, რომ შემოაბიჯებ ასე უცხო კლასში და უცებ მოგინდება, რომ საყვარელ ფერად ლურჯი აირჩიო. არ გირჩევ... არ გირჩევ, რომ წინ დამიდგე. ამიტომ დაფიქრდი! დაფიქრდი, სანამ ლამაზი ხარ.
-ახლა რომ ვიხსენებ, ახლაც მეშინია, თან ერთდროულად მიხარია კიდეც, სანამ ლამაზი ხარო, რომ მითხრა იმიტომ, რომ თავადაც ლამაზი იყო, თან შიშისგან სული მიკანკალებდა. მოვიკრიბე ძალა და განვუცხადე.

-დიახაც, ლურჯი. ლურჯია ჩემი საყვარელი ფერი. -მიყურებს კიდე ცოტახანი შიგ თვალებში.

-კარგი ბატონო. -ამბობს, მიდის თავის მერხთან და გვერდით მჯდომ ალფას ეუბნება:

-მინჰო, არ უსმენდი იმ ომეგას თუ გინდა გაგიმეორო? -ალფამ ამოხედა. ამოისუნთქა. აიღო თავისი ჩანთა და იმ მერხთან გადაჯდა, სადაც მე უნდა მოვთავსებულიყავი. მე კი გული ცოტა რო დამიწყნარდა, მოვტრიალდი და მეორე ომეგას ვუთხარი ჩურჩულით

-ვერაფერი ვერ გავიგე, რა მოხდა?? -ისიც მპასუხობს ჩუმად და ჩქარა

-რა და შენ რომ თქვი ლურჯიო, ლურჯი მინჰოს საყვარელი ფერია, ის კი მინას შეყვარებულია. ახლა კიდე გამოდის, რომ თქვენ ერთი საყვარელი ფერი გექნებათ და ეგ, რომ ყველამ გავიგეთ, ისინი ვეღარ იქნებიან ერთად, ახლა მინჰო შენი შეყვარებული იქნება ანუ შენ მინას შეყვარებული წაართვიიი. - და ხელებს იფარებს პირზე.

ჭეშმარიტიWhere stories live. Discover now