სუნჯეს pov:
ჯონქუქი მთელი დღეა მიმეორებს ერთი და იგივეს თუ მახსოვს ჩემი ბაჭია. მახსოვს, მახსოვს მაგრამ.....
მაგრამ არ მინდა რომ მახსოვდეს.
ბევრჯერ მითქვამს რომ ჩემი ბაჭია მენატრება მაგრამ არ მინდა რომ მენატრებოდეს. ამის დიდი მიზეზი მაქვს, მიზეზი რომლის გამოც არ მინდა ვაღიარო რომ ჩემი ბაჭია მახსოვს. დიდიხანია ვხვდები რომ ჯონქუქი იყო ის ადამიანი, ამას იმის მერე მივხვდი როდესაც სიმღერა დაიწყო...მივხვდი ის იყო მაგრამ ხმას არ ვიღებდი. მინდოდა როგორც კლასელი ისე მიმეღო მაგრამ არ შემიძლია, ის ხომ ჩემი ბავშვობის მეგობარია
-რატომ ტირი?_მეკითხება გაოგნებული სახით
-ხომ შეგიძლია რომ აღარ ისაუბრო იმაზე რომ მახსოვს თუ არა ბაჭია ჰაჰა, ხომ შეგიძლია მაცადო მაგ სახელის თავიდან ამოგდება_ისევ ცრემლები მომადგა
-მე...მე...მე უბრალოდ მინდოდა რომ გაგეხსენებინე, მინდოდა ისევ ისეთი მეგობრები ვყოფილიყავით
-ისე ისეთი *ჩაცინება* ისევ ისეთი ვერ ვიქნებით, გახსოვს შენ მე სად დამტოვე, გახსოვს რა მითხარი ბოლოს?_ვეუბნები ცოტა ირონიით და თან გაბრაზებული ტონით
-უბრალოდ ეს იმიტომ ვთქვი რომ არ ვიცოდი რა მექნა, თან დედას ნახვა მინდოდა_თავი დახარა
-ბოდიში ძალიან დიდი იმისთვის რაც ჩემს გამო გადაიტანე
-ახლა მიხდი ბოდიშს უკვე წლები გავიდა, ხალხს კი მკვდარი ვგონივარ. ალბათ შენც როცა გაიგე ჩემი სახელი იფიქრე ის არ იქნება ის ხომ მკვდარია და ვის გამო შენს გამო...შენს გამო მოხდა ყველაფერი
-უბრალოდ...ბოდიში ყველაფრისთვის_თავი დახარა და წავიდა
-ხომ წადი გაექეცი შენს წარსულს
_მივაძახე
-მე უბრალოდ არ მინდოდა დედა დამეკარგა_დამიძახა დაბალი ტონით კარიდან და გავიდა, მე კი ისევ ტირილი მოვრთეავტორის pov:
ორი ადამიანი რომელიც ბავშვობიდან ერთად არიან, ბავშვები რომელებიც ერთმანეთის გარეშე ვერც ცოცხლობდნენ ახლა ერთმანეთს ემტერებიან.როდესაც ჯონქუქი კარიდან გამოვიდა იქვე ჩამოჯდა და ტირილი დაიწყო, მეორე მხარეს კი სუნჯე ტიროდა. ორივენი ერთმანეთის გამო ტიროდნენ, უნდოდათ კვლავ ერთად ყოფნა მაგრამ თავიანთი დანაშაულის გამო ეს არ გამოდიოდათ.
YOU ARE READING
🤫დიდი საიდუმლო-𝕓𝕚𝕘 𝕊𝕖𝕔𝕣𝕖𝕥🤫
Romanceსასიყვარულო სამკუთხედი, მტკივნეული წარსული, ძველი მეგაბარი❤️ -ბოდიში ყველაფრის რაც გავაკეთე -უკვე დიდიხანია გაპატიე -მაშინ...გახდები ჩემი შეყვარებული Start: 06:17:2022 End:08:30:2022