1

961 44 23
                                    

son of the enemy

როდესაც ყურებში დედამისის ღამის კოშმარები გაუსაძლის კივილად ჩაესმოდა, საწოლზე იწვა, ყურებზე ხელებაფარებული და ბორგავდა, ცდილობდა ეს ხმა გადაეფარა. ჯონ ჯონგუკის პატარა ისტორიის სინამდვილე უცხო თვალსც კი აღიტაცებდა და ტირილად დაღვრიდა, მაგრამ მის გარემოცვაში ნაკლებად იწვევდა ახლობელთა და მეგობართა ცრემლს.

როდესაც საკუთარ მშობელს არ უყვარხარ, რთულია სიყვარული მოითხოვო უცხოსგან. კიმ სეო იონი მშობელი უფრო იყო ჯონგუკისათვის. მას არასოდეს ეკუთვნოდა სახელი დედა, რადგან ეს მარტივი არსებითი სახელი თავისი არსით დიდ აღტაცებას იწვევს. დედას ის შეუძლია, რაც არ შეუძლია მშობელს. მან მხოლოდ შობა ახალგაზრდა ჯონი. გვარი ჯონი იმიტომ, რომ სხვანაირად სამშობიარო სახლიდან არ გამოატანდნენ. ჯონგუკს გვარი გარდაცვლილმა ნათესავმა მისცა.

ჯონი ომის შვილი იყო, ომს თავისი წესები აქვს, ცოტა თუ მიყვება ამ წესებს პატიოსნად, ის კაციც არ მიყვებოდა, რომელმაც ჯონგუკის ჩასახვაში უშუალო მონაწილეობა მიიღო. ომის შვილებს ეძახდნენ იმ ბავშვებს, რომლებიც მოწინააღმდეგეთა ძალადობით ჩაისახნენ და ასეთები ბევრნი იყვნენ, ამ ბევრში ბევრსაც გაუმართლა და უყვარდა მშობელს, ცოტა ტანჯული იყო, ცოდვით მოვლენილი, ცოდვის შვილი, მოძალადის პირმშო, არასასურველი ნაყოფი. ჯონგუკისათვის არასოდეს დაუძახიათ მოფერებითი სახელი, გემრიელი საჭმელი სპეციალურად მისთვის არ მოუმზადებიათ, არ წაუყვანიათ სასეირნოდ, ზოოპარკშიც არ ყოფილა, არც რამე განსაკუთრებული გაუსინჯავს და ჩაცმითაც გამუდმებით ნაგვიდან ამოღებული სამოსი ეცვა.

ჯონგუკი იაპონელი ჯარისკაცის შვილი იყო, ნაბიჭვარი, რომელიც საკუთარმა ქვეყანამ, ერმა და კანონმა გარიყვისათვის გასწირა, დაბადებისთვის გასწირა. ბევრი იყო ისეთიც, მთელი დღე გულის წასვლამდე რომ ათრიეს მძიმეები ნაყოფის მოსაწყვეტად, მთელი დღე მიწას რომ ურტყეს ურო ან ბარი. კიბიდან დაგორნდნენ, იმშობიარეს და ნაყოფი ძილში გაგუდეს ან ტუალეტში ჩაახრჩვეს.

son of warWhere stories live. Discover now