5

435 37 26
                                    

მათ არ ჰქონდათ განათლება. წიგნებს მხოლოდ თავს აფარებდნენ უკიდურესი გაჭირვების ჟამს. ისინი იყვნენ შვილები, რომლებიც მშობელმა გაიმეტა. მამამ სამუდამო მარტოობისთვის, დედამ ტკივილისათვის. მათ სჭირდებოდათ თბილი თავშესაფარი, სიკეთის არსებობა, რათა დაეჯერებინათ. მათ ერთმანეთი იპოვეს.

იმ ღამეს, თეთრად გათენებულ რვა სექტემბრის ცხელ ღამეს, ქარი გიჟივით დაეხეტებოდა შენობიდან შენობამდე, ხიდებსა და თაღებს შორის, ღრიალით დაეძებსა საკბილოს, რათა ცხრა მთას იქეთ გადაეტყორცნა და თავისი ავსული, თავისუფალი ვნება მოედო ყველაფრისათვის. არ ვიცი იპოვა თუ არა რამე ან ვინმე, მაგრამ ვიცი, ერთმანეთის მკლავებში ჩაძინებული ორი ბიჭიდან არც ერთი გაუტაცია.

იმ ღამეს პირველად ეძინა თეჰიონს სახლისგან შორს, ასე მშვიდად. ღამე თივის ზვინებში გაათიეს, დილას გამხდარის თმაში უამრავი ღერო დაიჭირა ჯონგუკმა, გაუღიმა და ცხვირზეც კი წაეთამაშა. თეჰიონი არ იყო ომის შვილი, ის სხვისი შვილი იყო.

   ზოგ ქალს დედობაზე მეტად ორსულიბა სურს, ზოგი ფიქრობს, თუ თავისი საშოდან არაა ბავშვი ე.ი ის მისი ვერასოდეს გახდება. კიმის დედა უნაყოფო იყო. ეს ბედის ირონია გახლდათ, რადგან არავის დაუბრალებია ეს მისთვის, მართლაც ასე იყო. თავად კი მუდამ ამტკიცებდა ჩემი ქმარია უშვილოო. კაცი ადგა და სხვა ქალთან წავიდა. ცხრა თვის შემდეგ კართან თეჰიონით ხელში შეეგება ბაზრიდან დაბრუნებულ ცოლს. ეს შეურაცხყოფა აღმოჩნდა ამაყი ქალისთვის და სასწრაფოდ დატოვა მაშინდელი საცხოვრებელი.

კი ლამაზი ბავშვი იყო თეჰიონი, მაგრამ სხვის გაჩენილზე გული არ მიუვიდა, ვერ მოეფერა, მისი სურნელის იდეალურობა ვერ შეიგრძნო. ახალშობილ თეჰიონს მისთვის რძისა და საფენების სუნი ასდიოდა, ცოტათი გამაღიზიანებელი და არასასიამოვნო. სანამ მამა ჰყავდა ბედნიერი ბავშვი იყო, მერე კი გამუდმებით ისჯებოდა, რადგან სხვისი იყო. ადამიანთა ბუნებას ვერავინ ჩასწვდება ბოლომდე, ამიტომ ქალს, დედას, თავში აზრად საკუთარი უდანაშაულო ბავშვის დასჯა მოუვიდა აზრდა.

-ახლა საით?-ზურგზე მოიგდო პატარა ჩანთა კიმმა.

-ახლა ქალაქისკენ და მერე ვნახოთ.-ხელი გადახვია კიმს ჯონგუკმა. მარჯვენაში ბებიას გამოტანებული მოხარშული კვერცხი ეჭირა და თან იმას ილუკმებოდა.

-ვიცოდი ცხოვრების გაგრძელების ჩემეული ვარიანტი რომ უფრო მოგეწონებოდა.

-ცხოვრების გაგარძელების იდეა შენთან ერთად უფრო მომწონს, თეჰიონ.



_______

დასასრული

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Aug 26, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

son of warWhere stories live. Discover now