3

329 33 21
                                    

მთელი ოჯახი შემოეკრიბა ბებიას მისაღებში. მახუცი კაცი ისევ გაზეთში იყო თავჩარგული, ჯონგუკის მამინაცვალს კატა მოესვა მუხლებზე და ნაზად ეალერსებოდა, დედას მუცელზე მოეხვია ორივე ხელი ცერა თითებს იტარებდა გაბერილ ალაგზე და ღიმილი შეეპარებოდა-ხოლმე ნატანჯ სახეზე. დეიდა ქსოვდა, ბებია სადღაც უსასრულობაში იყურებოდა, ზოგჯერ შეცბებოდა და შვილიშვილებს გადახედავდა-ხოლმე, თუ ჯონგუკის მზერას დაიჭერდა უღიმოდა. თეჰიონს მუხლები სავარძელში აეკეცა, ფანჯარასთან იჯდა, მზის სხივებისთ ის მიეშვირა სახე და სხვიბიც შარავანდედიდივით მოსდგიმოდნენ თავზე, თითქოს ალერსში ართობდნენ ახალგაზრდა ბიჭს.

-მომდევნო ზაფხულს ჩვენთან შევიკრიბოთ, ჩემი შვილიც უკვე დაბადებული იქნება.-ყურებამდე გაიკრიჭა კაცი.

-აუცილებლად, შვილო.-ბებიას ენთუზიაზმი რომ არ შეგემჩნია რთული იყო.

-მეც ვიყოლიებდი მეორე შვილს, ჩემი განსვენებული მეუღლეც სულ ამის მოლოდინში იყო.-ამოიგმინა დეიდამ, ჯონგუკს განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულება გაუქრა მისდამი. რატომ არ იყო ღამით თეჰიონის ოთახთან? იქნება მასავით მიჩვეულია ამ კოშმარებს, როგორც ჯონგუკი არ აგდებდა არაფრად დედამისის შფოთვებს, როცა ძალიან იყო დაღლილი. ათას გამართლებას უძებნიდა ჯონი დეიდას.

სასიამოვნო ჟრიამულში გალიეს შუადღე. ის იყო ქალები დასაძინებლად წავიდნენ, მოვითენთეთეთო ჯონგუკმა კოლიდორში თეჰიონი დაიჭირა. მაგრად ჩაავლო მაჯაში ხელი და საკუთარ ოთახში შეათრია, კიმის სახეზე არაფერი იკითხებოდა, აი თვალებში კი ისეთი პანიკა ჩასდგომოდა როგორსაც მხოლოდ ნადირის თვალებში თუ ნახავთ რომელიც კუთხეში მიიმწყვდიეს. კარი დაკეტა თუ არა პირველსავე წინაღობას მიეხეთქა თეჰიონი ზურგით, ამოიგმინა ტკივილისაგან. ჯონგუკი უყირებდა შეშინებულ თვალებში, სასოწარკვეთილი ხვნეშა პირდაპირ სახეში ხვდებოდა და ესმოდა როგორ გამალებით ცემდა დამფრთხალი გული.

son of warWhere stories live. Discover now