რაც აქ გადმოვიდა საცხოვრებლად, ბევრი რამ შეიცვალა. მიხვდა, რომ კარი ბარიერი იყო და არა კედელი. ადრე ეგონა, რომ ოთხკედელში ისე იჯდა, კარი მხოლოდ დეკორაციად ჰქონდა, არასოდეს არავინ შემოდიოდა იქედან, არასოდეს აკაკუნებდნენ ან ეძახდნენ. ამჯერად მისი ქსუტუნი ფრთხილმა კაკუნმა შეწყვიტა. უხეშად მოიცილა ცრემლები თვალებიდან და საწოლზე დაჯდა, ტერფები ერთმანეთს გაუხახუნა.
-საჭმელად არ გამოხვალ, საყვარელო?-დეიდას თაფლივით ხმა ჰქონდა, ამ ქალის ხმის გაგებაზე ჯონგუკს გაახსენდა ძალიან მწიფე, ჩაშაქრებული, ხილი, რომელსაც ზედმეტად გადამწიფებისაგან ნაპრალები გასჩენოდა. თვალები დაახამხამა.
-თქვენ მიირთვით, არ გაგიფუჭებთ განწყობას.
-რადგან ასე გირჩევნია.-მხრები აიჩეჩა ქალმა. ბიჭს ისევ გაუცრუვდა იმედი, მთელი დღე ელოდა, როდის მიირთმევდა იმ გემრიელობებს და ახლა მოუწევდა, ეცადა, როდის დაასრულებდნენ მოკრძალებულ ნადიმს, რათა თავად ნარჩენებით ეზეიმა. ბოლოს და ბოლოს დედა გაუთხოვდა.
მალე გაიღო კარი, თაღის ქვეშ გამხდარი ფეხები და ლურჯი შორტი გაჩნდა, შიშველი ტერფები და მოწესრიგებული ფრჩხილები. ჯონგუკმა ახედა დეიდაშვილს. ბიჭს ხელში რამდენიმე თასი ეჭირა, უკან დედამისი მოყვებოდა პატარა ლანგრით. სუფრა მალე გაიშალა ჯონგუკის საწოლთან, პატარა მაგიდაზე.
-გემრიელად მიირთვით, ბიჭებო, თუ რამეა, დამიძახეთ.-დეიდამ ჯერ თეჰიონს და მერე ჯონგუკს აუჩეჩა თმები.
ჯონს გაუხარდა, იმხელა ემოცია მოაწვა, რომ პირი უნებლიედ გააღო და კბილები გამოუჩნდა. მორიდებულად გადაჯდა მაგიდასთან, თეჰიონს ფეხები ერთმანეთში აეხლართა და უგემურად კიკნიდა საჭმელს. ჯონგუკს მოსწონდა გემრიელად ჭამა, ზოგჯერ ჩხირებს დააგდებდა და თითებით ილუკმებოდა-ხოლმე, მაგრამ ასეთი ბიჭის შემხედვარე თავადაც ზოზინით ილუკმებოდა.
-რატომ ჭამ ასე ცოტას?
-ადრე ძალიან მსუქანი ვიყავი და ახლა ვცდილობ ცოტა ვჭამო.