თავი 11

1.7K 95 30
                                    

- მიყვარს როცა ასე რეაგირებ ჩემს სიახლოვეზე 

თქვა და მათი ბაგეები შეაერთა. მაგრამ მალევე შეწყვიტა და მის თვალებს შეხვდა

- არ გავაკეთებ იმას რაც არ გსურს

- არ მითქვამს რომ ეს არ მინდოდა

ჯონგუკს მოშორდა და ლოგინზე დაწვა, რაც შეიძლება კუთხეში მიიწია, მიუხედავად დღევანდლისა, მაინც არ სურდა მასთან სიახლოვე.

შუაღამე იყო, ჯონგუკს ეძინა, უცებ ტირილის ხმა გაიგო, თავიდან ეგონა ესიზმრებოდა, შორიდან მოდიოდა ხმა, მაგრამ ნაცნობმა ხმამ გამოფხიზლება აიძულა.
თვალები გაახილა და დაინახა როგორ ტიროდა სენა, სძინავდა, ეტყობოდა ცუდ სიმარს ნახულობდა, მაშინვე მისკენ გადმოატრიალა და ცრემლები მოწმინდა. დამამშვიდებენ სიტყვებს ეუბნებოდა, ეფერებოდა, ბოლოს მაგრად ჩაეხუტა, მისმა სხეულმაც სითბოს შეგრძნებისას მაშინვე დამშვიდდა. ნეტავ სცოდნოდა რა ესიზმრებოდა ახლა.
მალევე მასაც ჩაეძინა

...
გარედან შემოსული მზის სხივი თვალს ჭრის სენას, ამიტომ იძულებული გახდა თვალები გაეხილა. ერთი ხელოთ თვალებს ისრესს, მეორეს კი წინ წევს და უცებ რაღაც რბილს და თბილს ეხება, მაშინვე თვალებს ჭყეტს და წინ მასზე მიხუტებულ მშვიდად მძინარე ჯონგუკს ხედავს, თავისდაუნებურად ეღიმება. უყურებს და უყურებს, არ იღლება ამით.
როცა იგრძნო რომ ჯონგუკი გამოფხიზლებას იწყებდა, სწრაფად წამოვარდა, რამაც ჯონგუკი ბოლომდე გამოაფხიზლა, დაბნეული იყურებოდა აქეთ იქით.

- მეე... ჩვენ..

- გუშინ ცუდი სიზმარი ნახე, მე შენს დამშვიდებას ვცდილობდი, სწორედ ამიტომ ჩაგეხუტე.

მალევე ახსნა სიტუაცია ჯონგუკმა და საათს დახედა ჯერ მხოლოდ 7 საათი იყო, წესით ერთ საათში სკოლა ეწყებოდა სენას.

მესაკუთრე🔞 (დასრულებული)Where stories live. Discover now